დავით ქართველიშვილი: როდესაც ვაშინგტონი მსოფლიოს დემოკრატიის სერტიფიკატებს ურიგებს და სხვებს უნაკლო საარჩევნო სტანდარტების შესახებ მორალს უკითხავს, ზოგჯერ საკუთარი სარკისკენ გახედვაც სასარგებლოა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
74 14 ივლისი 2026, 11:59

სისტემა, რომელშიც არჩევნებში გარდაცვლილი კანდიდატები იმარჯვებენ, ხოლო სენატორის ადგილს დროებით მისი უახლოესი ნათესავი იკავებს, უფრო ჰგავს ირანის აიათოლათა ინსტიტუტის მემკვიდრეობას, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და აშშ-ში 2022 წლის კონგრესის არჩევნებსა და სენატორ ლინდსი გრემის გარდაცვალების შემდეგ კონგრესში ადგილმონაცვლედ მისი დის დანიშვნას ეხმიანება.

როგორც დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, კონგრესის არჩევნებში მკვდარი სულების გამარჯვება და თანამდებობის მემკვიდრეობით გადაცემა შორსაა დემოკრატიის პრინციპებისგან.

„ამერიკული პოლიტიკური სისტემა პერიოდულად მთელ მსოფლიოს ახსენებს, რომ ჭკუის დამრიგებელ ლექციებს დემოკრატიაზე და რეალურ პრაქტიკას შორის საკმაოდ შესამჩნევი მანძილია. 2022 წელს კონგრესის არჩევნებში ორ შტატში გამარჯვება უკვე გარდაცვლილმა კანდიდატებმა მოიპოვეს - ერთმა რესპუბლიკელმა და ერთმა დემოკრატმა.

ფორმალურად ყველაფერი კანონის ფარგლებში იყო: ამომრჩეველი ხმას აძლევდა პარტიას, პოლიტიკურ ხაზს, სიმბოლოს. მაგრამ თავად ფაქტი, რომ არჩევნებში გამარჯვებული შეიძლება გარდაცვლილი ადამიანი იყოს - საკმაოდ ეგზოტიკურად გამოიყურება იმ ქვეყნისთვის, რომელსაც ასე უყვარს მთელ მსოფლიოში საარჩევნო სტანდარტებისა და დემოკრატიული პროცედურების მთავარი არბიტრის როლის თამაში.

ახლა კი, კიდევ ერთი საინტერესო ეპიზოდი. სენატორ ლინდსი გრემის გარდაცვალების შემდეგ, მის ადგილს კონგრესში დროებით მისი და დაიკავებს. დიახ, იურიდიულად ეს მანდატის მემკვიდრეობით გადაცემა არ არის - ეს გუბერნატორის არჩევანია. მაგრამ, თუ იურიდიულ ფორმულირებებს გვერდზე გადავდებთ და სიტუაციას ჩვეულებრივი ადამიანის თვალით შევხედავთ, სურათი საკმაოდ ორაზროვანი გამოდის: სენატორი გარდაიცვალა - ადგილი მისმა უახლოესმა ნათესავმა დაიკავა. რა თქმა უნდა, ეს ძალაუფლების დინასტიური გადაცემა არ არის. რა თქმა უნდა, ეს არც ოჯახური მემკვიდრეობითობაა. უბრალოდ, საოცარი "დამთხვევით", სწორედ გარდაცვლილის და აღმოჩნდა ყველაზე შესაფერისი კანდიდატი შტატის მილიონობით მაცხოვრებლებს შორის. "დამთხვევაა" და მეტი არაფერი.

ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არ ამტკიცებს, რომ ამერიკული დემოკრატია ცუდია ან არადემოკრატიულია. მაგრამ ძალიან კარგად აჩვენებს სხვა რამეს: როდესაც ვაშინგტონი ან სხვადასხვა დასავლური სტრუქტურები მსოფლიოს დემოკრატიის სერტიფიკატებს ურიგებენ და სხვებს უნაკლო საარჩევნო სტანდარტების შესახებ მორალს უკითხავენ, ზოგჯერ საკუთარი სარკისკენ გახედვაც სასარგებლოა. რადგან სისტემა, რომელშიც არჩევნებში გარდაცვლილი კანდიდატები იმარჯვებენ, ხოლო სენატორის ადგილს დროებით მისი უახლოესი ნათესავი იკავებს, უფრო ჰგავს ირანის აიათოლათა ინსტიტუტის მემკვიდრეობას, ვიდრე იმ ბრწყინვალე დემოკრატიულ ეტალონს, რომელსაც დანარჩენ მსოფლიოს ასე ხშირად სთავაზობენ,“ - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
დავით ჩიხელიძე: პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს - საქართველოს ოკუპაციაზე დუმდნენ, უკრაინის ომის შემდეგ კი რუსოფობია მთავარ პოლიტიკურ იარაღად აქციეს
არქივი