რადიკალების ე.წ ექსპერტების მხრიდან პრემიერ- მინისტრის ჩინეთში წარმატებული ვიზიტის სრული იგნორირება ხდებოდა და შესაძლოა ამ შემთხვევაშიც დაენახათ საქართველოს „ჩინეთიზაციის“ რაღაც არმაგედონული სცენარი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 10 ნოემბერი 2025, 20:11
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებისა და მათი ე.წ ექსპერტების მხრიდან ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი წარმატებული პროექტების იგნორირებასა და სხვადასხვა ქვეყანასთან პარტნიორობასთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელების ფაქტებს მედიასთან ეხმიანება.

„ბრიუსელიდან და ვაშინგტონის წინა ადმინისტრაციის მხრიდან ხელისუფლების წინააღმდეგ გადადგმული თითოეული ნაბიჯი უხარია ნაცსექტას. მათ უხაროდათ ნებისმიერი მცდელობა, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სანქციების ქვეშ მოეყოლებინათ ან დაფინანსების სეკვესტრირება მომხდარიყო დასავლეთის მხრიდან,“- განაცხადა ექსპერტმა და აღნიშნა, რომ რადიკალებისა და მათი ე.წ ექსპერტების მხრიდან სრულად იგნორირდა პრემიერ-მინისტრისა და სამთავრობო გუნდის წარმატებული ვიზიტი ჩინეთში.

„მაინც გვაქვს მიამიტური მცდელობა, რომ ამ ადამიანებს [რადიკალებს და მათ მხარდამჭერებს] თვალები ავუხილოთ და შევაგნებინოთ, რომ მოწყდნენ თავიანთ პატრონებს - ეს ძალა არ არის ის კეთილი მწყემსი, რომელსაც ტაძრამდე მისასვლელ გზაზე მიჰყავხართ. ძალიან მკაფიოდ არის ჩემში ამ ორ სექტას შორის მსგავსება - ერთი არის სამწუხაროდ, ჩვენთვის კარგად ცნობილი ნაცსექტა და მეორე - პირიქითა სექტა, რომელიც ახლა ავლენს საკუთარ თავს. ისინი პროცენტ-ნახევრიანი პარტიული რეიტინგით სარგებლობენ. როგორც ჩანს, საკუთარ ამომრჩეველთანაც კი ვერ ალაგებენ იმ წინასაარჩევნო თუ საარჩევნო პროგრამულ ხედვებს, რომელსაც ამომრჩეველი გაჰყვებოდა და სოლიდურ ხმებს მისცემდა არჩევნებზე. რაშია ამ ორი სექტის ერთიანობა? ნაცსექტას ბრიუსელიდან და ვაშინგტონის წინა ადმინისტრაციის მხრიდან, ხელისუფლების წინააღმდეგ გადადგმული თითოეული ნაბიჯი უხარია. მათ უხაროდათ ნებისმიერი მცდელობა, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სანქციების ქვეშ მოეყოლებინა ან დაფინანსების სეკვესტრირება მომხდარიყო დასავლეთის მხრიდან. უხაროდათ ყველაფერი, რითაც დააზიანებდნენ ამ ქვეყანას. რაც შეეხება პირიქითა სექტას - ნუთუ ვერ ამჩნევენ, რომ ამ ხელისუფლების პრემიერ-მინისტრმა, სამთავრობო გუნდთან ერთად, უმნიშვნელოვანესი ვიზიტი განახორციელა ჩინეთში. ამ ვიზიტმა დაგვანახა ქვეყნის ხვალინდელი დღის წინსვლა ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, საბანკო სექტორი და ა.შ. მათი ე.წ ექსპერტების მხრიდან ამ ფაქტის სრული იგნორირება იყო და პირიქით, შესაძლოა ამ შემთხვევაშიც დაენახათ საქართველოს „ჩინეთიზაციის“ რაღაც არმაგედონული სცენარი. როდესაც ექსპერტი პოზიციონირებ კონსერვატორად, პოსტს პოსტზე და სტატუსს სტატუსზე უნდა დებდე სოციალურ ქსელებში იმ ყველაზე წარმატებულ ვიზიტზე აშშ-ში, რაც კი ევროკავშირის რომელიმე ლიდერს ჰქონია უკანასკნელ პერიოდში - ვიქტორ ორბანის ვაშინგტონში ვიზიტს ვგულისხმობ, რომელიც ევროპული კონსერვატიზმის ზეიმი იყო. იმ დონემდე აღიზიანებთ, როდესაც მე და მეგობარი ანალიტიკოსები ამ უმნიშვნელოვანესი საკითხების გარჩევას ვუთმობთ დროს, რომ არგუმენტები სასაუბროდ აღარ რჩებათ და მიმართავენ უბინძურეს, არანორმატიულ ლექსიკას - ჰგონიათ, რომ ამით ჩვენ გვაყენებენ ჩრდილს. საკუთარ თავს აჩენენ ამ დროს და ჩვენ, ჩვენი თითოეული გამოხმაურებით და იგნორის პოზიდან გამოსვლით ვეხმარებით წარმოაჩინონ საკუთარი რეალური და მდაბიო სახე იმ საზოგადოების წინაშე, რომლის მწყემსებად მოჰყავთ თავი,“- განაცხადა დავით ქართველიშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი