ჯეი დი ვენსის თბილისში არ ჩამოსვლა შემთხვევითობა არაა. თბილისს განზრახ არ რთავენ მგრძნობიარე სამხედრო კონსტრუქციებში, რათა არ დაირღვეს მისი მომავალი ნეიტრალიტეტის პოზიცია, რომელიც როგორც ჩანს, უკვე შეთანხმებულია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 26 იანვარი 2026, 15:34

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება ინფორმაციას, რომლის ფარგლებშიც ჯეი დი ვენსი თებერვალში სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევა.

ქართველიშვილი დეტალურად განმარტავს, თუ რატომ არ ჩამოდის თბილისში ჯეი დი ვენსი აზერბაიჯანსა და სომხეთში ვიზიტის პარალელურად. „ამერიკული "თავისუფლების მხარდაჭერის აქტის" (Freedom Support Act) ფარგლებში მიღებული 907-ე შესწორება, დიდი ხანია გადაიქცა ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული ნორმიდან, დიდი გეოპოლიტიკური თამაშის ინსტრუმენტად, - აღნიშნავს ის.

მისი თქმით, ჯეი დი ვენსის თბილისში არ ჩამოსვლა შემთხვევითობა არაა. თბილისს განზრახ არ რთავენ მგრძნობიარე სამხედრო კონსტრუქციებში, იმ მიზეზით რომ არ დაირღვეს მისი მომავალი ნეიტრალიტეტის პოზიცია, რომელიც როგორც ჩანს გეოპოლიტიკის მაღალ კაბინეტებში - ვაშინგტონში, პეკინში და მოსკოვში უკვე შეთანხმებული თემაა.

„კიდევ ერთი არგუმენტი იმ პოზიციის გასამყარებლად, თუ რატომ არ ჩამოდის ამ ეტაპზე თბილისში ჯეი დი ვენსი და მადლობა ღმერთს რომ არ ჩამოდის.
ამერიკული „თავისუფლების მხარდაჭერის აქტის“ (Freedom Support Act) ფარგლებში მიღებული 907-ე შესწორება დიდი ხანია გადაიქცა ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული ნორმიდან, დიდი გეოპოლიტიკური თამაშის ინსტრუმენტად. ამ თამაშებში კი საქართველოს არაფერი ესაქმება. ფორმალურად ეს შესწორება კვლავ ძალაშია, ხოლო ფაქტობრივად უკვე ორ ათეულ წელზე მეტია მხოლოდ დეკორაციის ფუნქციას ასრულებს, რომლის ფონზეც აშშ პერიოდულად აგებს თავის მოქნილ თანამშრომლობის სქემებს აზერბაიჯანთან. ამ კონტექსტში კეი დი ვენსის ვიზიტი ბაქოში უფრო მეტად ჰგავს არა პროტოკოლურ ჟესტს, არამედ ამერიკული სტრატეგიის გადალაგების ნაწილს სამხრეთ კავკასიაში და კონკრეტულად, აზერბაიჯანთან.

კანონი, რომელიც სრულიად სხვა გეოპოლიტიკურ რეალობაში, წარსულისთვის და აწ უკვე ისტორიას ჩაბარებული ვითარებისთვის 1992 წელს იყო დაწერილი, მოიცავდა ამ ე.წ. 907-ე შესწორებას, რომელსაც მკაფიო მიზანი ჰქონდა, დაესაჯა ბაქო სომხეთისა და ყარაბაღის მიმართულებით მისი სამხედრო ზეწოლის გამო. აშშ-მ ამ შესწორებით აუკრძალა აზერბაიჯანს პირდაპირი სახელმწიფო დახმარება, მათ შორის სამხედრო და თავდაცვითი ხასიათის. თუმცა უკვე 2001 წლის 11 სექტემბრის ცნობილი მოვლენების შემდეგ, კანონში ჩაშენდა ახალი მექანიზმი, ყოველწლიური საპრეზიდენტო გადახედვის სახით, რომელიც პრეზიდენტს აძლევს უფლებას დროებით შეაჩეროს შესწორების მოქმედება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე.

სწორედ ამ მომენტიდან 907-ე შესწორებამ შეწყვიტა აბსოლუტური აკრძალვის ფუნქცია და გადაიქცა „გადამრთველად“ (off/on), რომელსაც თეთრი სახლი საჭიროებისამებრ პერიოდულად იყენებს. თუ რატომ გააქტიურდა თემა სწორედ ახლა, 907-ე შესწორების ირგვლივ დისკუსიის განახლება, დღეს სამართლებრივ საკითხს კი არა, ძალთა ბალანსის ცვლილებას უკავშირდება: ყარაბაღის საკითხი ძალისმიერი გზით დაიხურა, სომხეთმა დაკარგა უპირობო მორალური ბენეფიციარის სტატუსი, ხოლო აზერბაიჯანი გადაიქცა მნიშვნელოვან ენერგეტიკულ და სატრანზიტო კვანძად რუსეთის ფარგლებს გარეთ. ამ პირობებში ამერიკული იარაღის პირდაპირი მიწოდება ბაქოსთვის, კონგრესში პოლიტიკურ სკანდალს გამოიწვევდა. სწორედ ამიტომ ვაშინგტონი მოქმედებს სხვაგვარად, კანონის გაუქმების გარეშე, მისი კონსტრუქციული გვერდის ავლით. ამ კუთხით, ჯეი დი ვენსის ვიზიტი ფარული სიგნალია, ყოველგვარი ხმამაღალი განცხადებების გარეშე.

ტრამპის ამჟამინდელი ადმინისტრაცია, ყოველ შემთხვევაში სამხრეთ კავკასიასთან მიმართებით, თავს არიდებს საჯარო ხმამაღალ ჟესტებს და მუშაობს ტექნიკურ, ნაკლებად თვალსაჩინო ფორმატებში. ბაქოში ვიზიტის დროს, საუბარი შეიძლება არ მიდიოდეს „იარაღის პირდაპირ მიწოდებაზე“, არამედ სადამკვირვებლო და სადაზვერვო სისტემებზე; ქვეყნის ტერიტორიაზე გამავალი ინფრასტრუქტურის დაცვისთვის განკუთვნილ საჰაერო თავდაცვის საშუალებებზე; ერთობლივ სამხედრო სწავლებასა და თავსებადობაზე; ლოჯისტიკურ და კიბერუსაფრთხოების მხარდაჭერაზე. ფორმალურად, ეს ზუსტად იმ ტიპის არალეტალური დახმარებაა, რომლისთვისაც საქართველოს აშშ-დან გადაეცა 10 მილიონი დოლარი და ფაქტობრივად ამერიკულ სტანდარტებთან სრულიად თავსებადი თავდაცვითი კონტურის შექმნას მოხმარდება.

ეს არის 907-ე შესწორების გვერდის ავლის კლასიკური სქემა, რა დროსაც მას არ არღვევენ, უბრალოდ გვერდს უვლიან სამი გზით: იარაღის მიწოდება გადაიქცევა საერთაშორისო პროექტების „უსაფრთხოების“, „სტაბილურობისა“ და „ტრანზიტის დაცვის“ საშუალებად. ინფრასტრუქტურაზე გამოყენებითი მიბმა იძლევა საშუალებას მიწოდებული შეიარაღება არა უშუალოდ აზერბაიჯანთან, არამედ ენერგეტიკული დერეფნების; სატრანზიტო მარშრუტების; დასავლეთისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტების - დაცვასთან დააკავშირო.

სამართლებრივად, ყველაფერი სუფთად გამოიყურება. ხოლო პოლიტიკურად - მაქსიმალურად ეფექტურად. ვაშინგტონისთვის აზერბაიჯანი დღეს პირველ რიგში არის ირანზე ზეწოლის იდეალური ინსტრუმენტი, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ირანზე იერიშის მიტანის სამხედრო და სადაზვერვო სანიმუშო პოლიგონი - ყარაბაღი, დღეს ბაქოს იურისდიქციაშია. გარდა ამისა, აზერბაიჯანი დღეს ევროპისათვის რუსეთის ალტერნატიული ენერგომიმწოდებელია, თურქული და ბრიტანული გადაჭარბებული გავლენის ბალანსის ცენტრი და ახალი ევრაზიული დერეფნების შესასვლელი წერტილი.

სავსებით ლოგიკური და სიმპტომატურია, რომ საქართველო ამ სქემებისგან დისტანცირებულია. ეს არ არის შემთხვევითობა და არც საქართველოს იგნორირება. თბილისს განზრახ არ რთავენ ამ მგრძნობიარე სამხედრო კონსტრუქციებში, რათა არ დაირღვეს მისი მომავალი ნეიტრალიტეტის პოზიცია, რომელიც როგორც ჩანს, გეოპოლიტიკის მაღალ კაბინეტებში (ვაშინგტონი-პეკინი-მოსკოვი) უკვე შეთანხმებული თემაა. ამიტომაც, საქართველოში არ უნდა გაძლიერდეს შიდა დესტაბილიზაციის რისკები, რათა ქვეყანა არ გადაიქცეს სხვისი კონფლიქტების სამიზნედ. ეს არ არის თბილისის სტატუსის დაკნინება, ეს არის სტრატეგიული, ფრთხილი დისტანცირება ყველა ტიპის გეოპოლიტიკური რისკებიდან,“ - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი