75
05 აგვისტო 2026, 19:13
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის გამო, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სატუმბო სადგურების მუშაობა ავტომატურად შეჩერდა.
მათივე ინფორმაციით, მომხდარის შედეგად, თბილისისა და რუსთავის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება დროებით შეეზღუდა.
„კომპანიის ტექნიკური ჯგუფები საგანგებო რეჟიმით მუშაობენ. წყალმომარაგება ეტაპობრივად აღდგება ჯივიპის სატუმბო სადგურებზე ელექტროენერგიის მიწოდებისთანავე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |