დავით ქართველიშვილი: რაც გუშინ ბაბუცა პატარაიამ ამერიკის საელჩოში იკადრა, არის უკიდურესი შეურაცხყოფა როგორც ამერიკის, ასევე ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის, თითოეული ამერიკელის და საელჩოს ყველა წარმომადგენლის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
132 03 ივლისი 2026, 00:15

ყველაფერს აქვს თავისი ეტიკეტი, ნორმა და წესი. ის, რაც გუშინ ბაბუცა პატარაიამ ამერიკის საელჩოში იკადრა, არის უკიდურესი შეურაცხყოფა როგორც ამერიკის, ასევე ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის, თითოეული ამერიკელის და საელჩოს ყველა წარმომადგენლის, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, „საფარის“ ხელმძღვანელის, ბაია პატარაიას მიერ თბილისში, აშშ-ის საელჩოში მოწყობილ პროვოკაციაზე.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, არც საელჩოს წარმომადგენლებს მოეწონებოდათ ეს „უკიდურესად ქაჯური საქციელი“, მაგრამ პატარაიასგან განსხვავებით, მათ ზრდილობა და კულტურა გააჩნიათ და მხოლოდ ამიტომ არ „დაიფრინეს“ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებიდან.

„ყველაფერს აქვს თავისი ეტიკეტი, ნორმა და წესი. ის, რაც გუშინ ბაბუცა პატარაიამ ამერიკის საელჩოში იკადრა, არის უკიდურესი შეურაცხყოფა როგორც ამერიკის, ასევე ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის, თითოეული ამერიკელის და საელჩოს ყველა წარმომადგენლის. აღარაფერს ვამბობ საქართველოზე, ამ ქალს არც სამშობლო აქვს და არც ქართველობისა სცხია რაიმე, მაგრამ ისე როგორ უნდა დეგრადირდე ადამიანი, რომ მასპინძელს მსგავსი შეურაცხყოფა მიაყენო. დარწმუნებული ვარ, რომ არც საელჩოს წარმომადგენლებს მოეწონებოდათ ეს უკიდურესად ქაჯური საქციელი, მაგრამ ბაბუცასგან განსხვავებით მათ ზრდილობა და კულტურა გააჩნიათ და მხოლოდ ამიტომ არ დაიფრინეს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებიდან“, - წერს ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
დავით ჩიხელიძე: პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს - საქართველოს ოკუპაციაზე დუმდნენ, უკრაინის ომის შემდეგ კი რუსოფობია მთავარ პოლიტიკურ იარაღად აქციეს
არქივი