ედიშერ გვენეტაძე კონგრესში ნათელაშვილის ვიზიტზე: საქართველოსთვის ვერ გაზრდილმა და მოღალატედ აღზრდილმა შალვა ნათელაშვილმა ვერ სძლია სიხარბეს და ბოროტებას, გაჰყვა ნაცად გზას ყორღანაშვილისას და გამოამჟღავნა ორგული, გამყიდველური ბუნება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 05 ივნისი 2024, 14:40
ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის, შალვა ნათელაშვილის აშშ-ის კონგრესში გამოჩენას და მის მიერ კონგრესმენებისთვის წერილის გაგზავნას, სოციალურ ქსელში აფასებს და ნათელაშვილს "მეფანჩატურე-ყვარყვარეს" უწოდებს.

როგორც გვენეტაძე აცხადებს, 300 არაგველის გმირულად დაღუპვიდან 229 წლის შემდეგ, არაგველთა მიწაზე დაბადებულმა, თუმცა, მოღალატედ აღზრდილმა ნათელაშვილმა ვერ სძლია სიხარბეს და ბოროტებას, ამიტომ ღალატის გზას დაადგა.

"1795 წლის 11 სექტემბერს იმ მხარის ვაჟკაცები, რომელნიც ისტორიაში შესულნი არიან, როგორც 300 არაგველნი კრწანისის მიდამოებში ერთიანად შეაწყდა უცხო ჯიშის მოღალატეთა მიერ ვერაგულად დაბრუნებულ დასაჭურისებულ აღა-მაჰმად ხანის ლაშქარს და შარავანდედით შეიმოსნენ ამქვეყნიურ და იმქვეყნიური საქართველოში!

მაგრამ გადის ზუსტად 229 წელი და სამწუხაროდ იმ არაგველთა სანახებში დაბადებულმა, მაგრამ ქართულად და საქართველოსთვის ვერ გაზრდილმა და საუბედუროდ მოღალატედ აღზრდილმა შალვა ნათელაშვილმა ვერ სძლია სიხარბეს და ბოროტებას მისას!

საბოლოოდ ირჩია და გაჰყვა ნაცად გზას ყორღანაშვილისას და მკაფიოდ გამოამჟღავნა ორგული, ორპირი, გამყიდველური ბუნება, მამულის, ენისა და სარწმუნოებისადმი! გადაგვარებული კომპარტიის კარიერისტმა პარტკომმა!


ზვიად გამსახურდიას დაუძინებელმა მტერმა და მაგინებელმა! თავიდან შევარდნაძისადმი ფარისეველმა! შემდეგ სააკაშვილზე გროშებად მიყიდულმა! მერე ივანიშვილის მაქებარმა და იქიდან პიროვნული სარგებელს ვერ ნახვის შემდეგ უკან გამობუნძულებულმა ტიპურმა მეფანჩატურე-ყვარყვარე, სამარცხვინო შალიკომ! ამჯერად განუზომლად უფრო შორს, ოკეანის გაღმა, დამბეზღებელ-დამსმენ-ჩამშვები მოღალატეობრივი წერილი აფრინა, 1795 წლის მოღალატეთა მსგავსად! პროლოგ "დაუნ ვი დიეტქიტეთი", მოწოდებებით, "გულანთებული" თხოვნით! იჩქარეთ, მოდით ააწიოკეთ, დაასანქცირეთ, გადახანით, გააუბედურეთ ის ქვეყანა, რომელსაც თითქმის ორი საუკუნე ნახევრის წინ ჩემმა თანამემამულე 300 არაგველმა სიცოცხლე უშურველად შესწირეო! ასეა, სამშობლოსათვის თავდადებულ 300 არაგველის სისხლი ამ წუთებშიც ცაში ღმერთს შესჩუხჩუხებს და შესთხოვს! უფალო რატომ მოგვივლინე ასეთი განსაცდელი და არაგველთა მიწაზე რატომ გააჩინე ასეთი დახვეწილი არამზადა-ავაზაკი და ქვეყნის გამყიდველი, წუპაკ-მამაძაღლი და ფულისთვის ყოვლის მკადრებელი როგორიც შალვა ნათელაშვილიაო!" - წერს ედიშერ გვენეტაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი