ისევ ტრაილერი, ისევ უკრაინული სპეცსამსახურები, ისევ ლორთქიფანიძე, ისევ თვითმმართველობის არჩევნები და ისევ ბომბი - ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვის საფრთხე კვლავ აქტუალურია და ერთი წამით არ შეიძლება მოდუნება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 13 სექტემბერი 2025, 11:59
ისევ ტრაილერი, ისევ უკრაინული სპეცსამსახურები, ისევ ლორთქიფანიძე, ისევ თვითმმართველობის არჩევნები და ისევ ბომბი,- ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ვატო შაქარიშვილი წერს სოციალურ ქსელში.

შაქარიშვილი მიმოიხილავს განვლილ წლებს და მოქმედებებს, რომლებიც საქართველოში დესტაბილიზაციის, რევოლუციის მოსახდენად განხორციელდა და ასევე  მეორე ფრონტის გასახსნელად მიმდინარეობდა. მოქმედებები, რომელიც „დიფ სთეითის“ მიერ ხორციელდება  უკრაინის ომის გახანგრძლივებისთვის და ფარგლების გაზრდისთვის. 

ვატო შაქარიშვილის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებიც უნდა  მოუგონ ახალაიას, ლორთქიფანიძეს და ყველა იმ დამნაშავეს, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს. 

„ისევ ტრაილერი, ისევ უკრაინული სპეცსამსახურები, ისევ ლორთქიფანიძე, ისევ თვითმმართველობის არჩევნები და ისევ ბომბი დღეს სადაო აღარ არის ის ფაქტი, რომ ამერიკული და ბრიტანული სპეცსამსხურები უკრაინის ომს წლების განმავლობაში ამზადებდნენ, ამ პროექტში კი, საკვანძო როლი იქონია “მაიდანის” სისხლიანმა გადატრიალებამ. ასევე ამზადებდნენ ხელსაყრელ ვითარებას საქართველოშიც და 2021 წელს სატვირთო ტრაილერით შემოაგზავნეს სააკაშვილი იმისათვის, რომ მომხდარიყო რევოლუცია და საქართველოში მოეყვანათ აგენტურული ხელისუფლება, რომელიც 2022 წლის თებერვალში, ურაინის ომის დაწყების პარალელურად ჩვენი ქვეყნიდან გახსნიდა მეორე ფრონტს რუსეთის წინააღმდეგ.
ამ ოპერაციის განხორციელება აღკვეთა ქართულმა სახელმწიფომ. შემდეგ იყო, ღია მოწოდებები ომში ჩართვასთან დაკავშირებით, ელჩის გაწვევა, შანტაჟი, ზეწოლა, კანდიდატის სტატუსის დაგვიანება, გამჭვირვალობის კანონის რუსულად გამოცხადება, მოლაპრაკების ეტაპის გადადება და არაერთი რევოლუციური ფაზა. 

მაგრამ საწადელს მაინც ვერ მიაღწიეს და ახლა, როცა Deep State-ის ევროპული ბიურო ე.წ. მსურველთა კოალიცია(მაკრონი, მერცი, სტარმერი და ა.შ.) ყველანაირად ცდილობს არ დაუშვას უკრაინის ომის დასრულება და მშვიდობის დამყარება, კიდევ უფრო იზრდება მეორე ფრონტის გახსნის სურვილი, ამისთვის კი, მათ საქართველოში სჭირდებათ აგენტურული ხელისუფლება. 

ტერორისტული აქტები უკრაინის სპეცსამსახურების მხრიდან, არაერთი გვინახავს - ჩრდილოეთ ნაკადი 2 მილსადენის აფეთქება; ყირიმის ხიდის აფეთქება; რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმები; უკრაინული კვალი იკვეთებოდა პოლონეთის სოფელში ორი რაკეტის აფეთქების უკანაც… ეს მცირე ნაწილია იმ ქმედებებისა, რასაც “გლობალური ომის პარტია” ახორციელებს უკრაინის ომის გახანგრძლივების და მისი საზღვრების გაფართოებისთვის. 
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელები მოლდოვაში, დნესტრისპირეთზე თავდასხმისთვის ემზადებიან. ამ გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია საქართველო და უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვის საფრთხე კვლავ აქტუალურია და ერთი წამით არ შეიძლება მოდუნება. 

ეს არჩევნებიც უნდა მოვიგოთ, ლორთქიფანიძეს, ახალაიას და ყველა იმ დამნაშავეს, ვინც წლებია საქართველოს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს და ღიად მტრობს ჩვენ ქვეყანას, საბოლოოდ უნდა მივუჩინოთ შესაფერისი ადგილი!!!!“- წერს ვატო შაქარიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
არქივი