ამერიკამ ლიბერალი ფაშისტების სანქცირება დაიწყო- ამათთვის სანქცირება სიკვდილს ნიშნავს, ჩემთვის პატივია საქართველოს ინტერესების დაცვისათვის ბრძოლაში დასანქცირება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 24 დეკემბერი 2025, 15:26

„ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „ამერიკამ ლიბერალი ფაშისტების სანქცირება დაიწყო!“.

სამხარაძისთვის საამაყოა, რომ ბიძინა ივანიშვილთან და „ქართული ოცნების“ დიდ ოჯახთან ერთად ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის იბრძვის.

„ამერიკამ ლიბერალი ფაშისტების სანქცირება დაიწყო! ადრე პოსტი დავწერე, რომელიც კორუმპირებული, გარყვნილების პროპაგანდისტი, ევროპელი ბიუროკრატი ჩინოსნების დასანქცირებას ეხებოდა! მიხვდებით მერე როგორი გოთვერნები იყავით, საქართველოს და ქართველი ხალხის წინაშეთქო! ამათთვის სანქცირება სიკვდილს ნიშნავს, ჩემთვის კი პატივია, ჩემი სამშობლოსთვის, საქართველოს ინტერესების დაცვისათვის ბრძოლაში დასანქცირება, გადამთიელი უცხოელებისგან! სიამაყეა, რომ ერისკაცთან, ბატონ ბიძინასთან და „ქართული ოცნების“ დიდ ოჯახთან ერთად ვიბრძვი, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის, სუვერენიტეტის და მშვიდობის გამყარებისათვის! რა დამაკლეს ჩამოშლილ ევროპის ქვეყნებში რომ ვერ შევალ? არაფერიც! იმდენი ლამაზი ქალაქი და სოფელი გვაქვს ჩვენს დალოცვილ მიწაზე, რომ არცერთი ქვეყნის სილამაზეს არ ჩამოუვარდება! მირჩევნია ძუყნურში ვიქეიფო ჩემს ხალხთან, ვიდრე ეიფელის კოშკზე, ორი კაცის კოცნაობას და ჯვრისწერას ვუყურო!“- წერს სამხარაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
არქივი