დარწმუნებული ვარ, რამდენიმე გახმაურებული საქმის მომსწრენი გავხდებით, რაც ფასწარმოქმნის პროცესების გამჭვირვალობასა და ანტიკონკურენტული პრაქტიკების კონტროლს გაამკაცრებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 24 იანვარი 2026, 16:09
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება სასურსათო ფასების რეგულირების საკითხს და წერს, რომ ხელოვნურად გაზრდილი, ან ფარული გარიგებებით შენარჩუნებული ფასები, აღიქმება, როგორც შიდა სტაბილურობის შერყევა და შესაბამისად, სუსის პირდაპირი ინტერესის საგანია.

ექსპერტი დარწმუნებულია, რომ მელე რამდენიმე გახმაურებული საქმის მომსწრენი გავხდებით, რაც ფასწარმოქმნის პროცესების გამჭვირვალობასა და ანტიკონკურენტული პრაქტიკების კონტროლს გაამკაცრებს.

„ქვეყნის პოლიტიკური „შაჰიდები“ და რადიკალები ისტერიულად ცდილობენ ხელისუფლების მიერ წამოწყებული მეტად მნიშვნელოვანი პროცესები, გადაფარონ მორიგი მრავალფეროვანი დეზინფორმაციული შტურმით, რაც იმის უტყუარი ინდიკატორია, რომ უსამშობლოების მეტად მტკივნეულ სეგმენტს შევეხეთ. სუს-ის მიერ სურსათზე ფასების ფორმირების შესწავლის დაწყება არ არის სოციალური პოპულიზმი და არც რაიმე დაკვეთაზე რეაგირება. ეს არის პრიორიტეტების გადანაცვლება -  ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობა, პირდაპირ იქნა გადაყვანილი შიდა უსაფრთხოების კატეგორიაში. 

უკანასკნელი წლების განმავლობაში პოლიტიკური რადიკალიზმის, საბოტაჟისა და დესტაბილიზაციის საფრთხეებზე საკუთარი ძალებისა და საშუალებების კონცენტრაციის შემდეგ, სუსმა რესურსები გაათავისუფლა და შევიდა მოსახლეობისთვის ყველაზე მტკივნეულ ზონაში - „კარტელებში“, ფასწარმოქმნის გადამეტებულ მარჟებში და პროდუქციის მომხმარებლამდე საბოლოო მიწოდების ჯაჭვებში და ამ სფეროში შესაძლო არსებულ დახურულ შეთანხმებებში.

სუსი ამ შემთხვევაში მოქმედებს არა რეკომენდაციებით, არამედ კანონით მინიჭებული ფუნქციონალური იძულებითი მანდატით. დისტრიბუტორებისა და სავაჭრო ქსელებისგან კონტრაქტების, ბუღალტრული დოკუმენტებისა და ინვოისების მოთხოვნა მკაფიო სიგნალია ბაზრისთვის: საუბარია არა „მონიტორინგზე“, არამედ შესაძლო ეკონომიკური საბოტაჟის იურიდიულ კვალიფიკაციაზე. საბაზისო სასურსათო პროდუქტებზე ფასების ზრდა სოციალური უკმაყოფილების უნივერსალური ტრიგერია. მას არ სჭირდება იდეოლოგია და ის არ იყოფა პარტიულ ხაზებზე, არამედ, პირდაპირ აზიანებს მოსახლეობის ნდობას სახელმწიფოს მიმართ. 

ქვეყანაში მიმდინარე უწყვეტი საბოტაჟის ამ ეტაპზე, ეს უკვე აღარ არის წმინდა ეკონომიკური საკითხი, არამედ დესტრუქციული ძალების მიერ  საზოგადოებრივი ტემპერატურის მართვის საშუალებაა. სწორედ ამიტომ, ხელოვნურად გაზრდილი, ან ფარული გარიგებებით შენარჩუნებული ფასები, აღიქმება, როგორც შიდა სტაბილურობის შერყევა და შესაბამისად, სუსის პირდაპირი ფუნქციონალური ინტერესის საგანი. დარწმუნებული ვარ, შესაბამისი მტკიცებულებების დაგროვების ფონზე, რამდენიმე გახმაურებული საქმის მომსწრენი გავხდებით, რაც ფასწარმოქმნის პროცესების გამჭვირვალობასა და ანტიკონკურენტული პრაქტიკების კონტროლს გაამკაცრებს. 

ეს კი ხელისუფლებას მისცემს სწრაფ პოლიტიკურ ეფექტს და ბაზრის დისციპლინირებას, სისტემური შოკის გამოწვევის გარეშე. დარწმუნებული ვარ, რომ 2026 წელს სუსი ამ ხაზს არ დათმობს. ყველას კარგად ესმის, რომ ფასები,  შიდაპოლიტიკური ლეგიტიმაციის გამყარების ყველაზე სწრაფი და იაფი ინსტრუმენტია. ეს კამპანია დიდი ალბათობით გაფართოვდება: სურსათიდან, ფარმაციამდე და იმპორტის ჯაჭვებამდე. საბოლოო შედეგი დამოკიდებულია შესრულების ხარისხზე: არაკეთილსინდისიერი სფეროების გონივრული გაწმენდა ბაზრის დისციპლინას მოიტანს, საბოტაჟს დაამარცხებს და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას საგრძნობლად გააუმჯობესებს,“ - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
არქივი