დავით მათიკაშვილი: თავისუფალი სიტყვის ჩახშობის ამორალური მცდელობაა დიდი ბრიტანეთიდან მედიასაშუალებების სანქცირება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 25 თებერვალი 2026, 10:33

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ტელეკომპანიებს „იმედს” და Postv-ის მხარდაჭერას უცხადებს.

მათიკაშვილი დარწმუნებულია, რომ „იმედიც” და „პოსტვიც” გაათმაგებული ძალისხმევით გააგრძელებენ თავისუფალი სიტყვის მიწოდებას მათთვის, ვისთვისაც დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება ჯერ კიდევ რჩება უპირობო ღირებულებად.

„ჩემი სოლიდარობა და უპირობო მხარდაჭერა ტელეკომპანიებს: „იმედს” და „პოსტვი”-ს!!! თავისუფალი სიტყვის ჩახშობის სამარცხვინო და ამორალური მცდელობაა დიდი ბრიტანეთიდან ამ მედიასაშუალებების სანქცირება, მცდელობა რომელსაც შედეგი, რა თქმა უნდა, ვერ ექნება!!! ქართველებს ორმაგი სტანდარტი არ გვიკვირს, მაგრამ აქ საკუთარ ძალმომრეობაში რეკორდი დაამყარეს, თუმცა უშედეგოდ და ფუჭად! დარწმუნებული ვარ “იმედიც” და „პოსტვიც” თავიანთი გამორჩეული და მაღალი პროფესიონალიზმით დაჯილდოვებული ჟურნალისტებით გაათმაგრბული ძალისხმევით გააგრძელებენ თავისუფალი სიტყვის მიწოდებას მათთვის, ვისთვისაც დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება ჯერ კიდევ რჩება ცივილიზაციურ არჩევანად და უპირობო ღირებულებად!!!”- წერს მათიკაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
არქივი