ლევან მაჭავარიანი: ნინო ლომჯარია „იმედს“ უჩივის! რაში დასჭირდა ლომჯარიას საელჩოდან გაპარვა? ასეთ რამეს როგორ იკადრებდა?!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 07 მარტი 2026, 11:08

ეჭვის რა საფუძველი არსებობს, რომ ოთხიდან სამი ინფორმაციის ასპროცენტიანი სიზუსტით დადასტურების პირობებში მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს ტყუილი? ან/და რაში დასჭირდა ლომჯარიას საელჩოდან გაპარვა? - წერს სოციალურ ქსელში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი, რითაც იგი ნინო ლომჯარიასთან დაკავშირებით „ქრონიკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.

„ნინო ლომჯარია „იმედს“ უჩივის!
ამბობს, რომ „იმედი“ იტყუება.
მოდი, გადავხედოთ ფაქტებს, რამდენად მართალი ან ტყუილი შეიძლება იყოს „იმედის“ ინფორმაცია.
ტელეკომპანიის ჟურნალისტების თქმით, მათ მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ:
1. ლომჯარია იმყოფებოდა გერმანიის ელჩთან.
2. საუბარი შეეხებოდა მოთხოვნას „ხალხის ვიზით დასჯის” - უვიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ“.
3. ლომჯარია ელჩმა თავისი ავტომანქანით საელჩოდან გააპარა.
4. ზაარბრიუკენის მოედანზე ლომჯარია საელჩოს ავტომანქანიდან თავის ავტომობილში გადასვეს.

„იმედის“ ჟურნალისტის წყაროს მიერ მიწოდებული ამ ოთხი ინფორმაციიდან პირველი, მესამე და მეოთხე მტკიცებულებებით დადასტურდა! რატომ არ უნდა დავიჯეროთ ის ერთიც?!

ეჭვის რა საფუძველი არსებობს, რომ ოთხიდან სამი ინფორმაციის ასპროცენტიანი სიზუსტით დადასტურების პირობებში მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს ტყუილი? ან/და რაში დასჭირდა ლომჯარიას საელჩოდან გაპარვა?

რა შეიძლება იყოს ამ კითხვებზე პასუხი? მაგალითად, ეს - ნინო ლომჯარია ასეთ რამეს როგორ იკადრებდა?! ვფიქრობ, ელემენტარული აზროვნება და ყველაფერი დღესავით ნათელია!“, - წერს მაჭავარიანი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
არქივი