გია აბაშიძე: ბოკერია და ჩერგოლეიშვილი სააკაშვილის რეჟიმის მყრალი სახენი არიან, ცდილობენ დააწინაურონ მათი „საკუჭნაოს" „ფედერალისტები", მაგრამ ვერანაირი დეზინფორმაციით თუ გარე დახმარებით შეძლებენ საზოგადოების მხარდაჭერას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 29 მარტი 2026, 13:39

ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში, პარტია „ფედერალისტების“ ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებას ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ „ბიძინა ივანიშვილმა არსებითად ეჭვის ქვეშ დააყენა ჩვენი ერის სახელმწიფოდ არსებობის საკითხი.“

აბაშიძის თქმით, ბოკერია და ჩერგოლეიშვილი სააკაშვილის რეჟიმის „მყრალი სახენი“ არიან, ცდილობენ დააწინაურონ „ფედერალისტები", მაგრამ დეზინფორმაციით და გარე დახმარებით მაინც ვერ შეძლებენ საზოგადოების მხარდაჭერას.

„ნაცდესპოტიზმის ერთ-ერთი წარმომადგენელი გიგა ბოკერია სისინებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა თითქოს ჩვენი ერის სახელმწიფოდ არსებობა ეჭვქვეშ დააყენა, ქართული სულის ცხრაწლიანი ნაცჩახშობის თანამონაწილე ამდენს არ უნდა ბედავდეს. ბოკერია და ჩერგოლეიშვილი სააკაშვილის რეჟიმის მყრალი სახენი არიან, ცდილობენ დააწინაურონ მათი "საკუჭნაოს" "ფედერალისტები", მაგრამ ვერანაირი დეზინფორმაციით თუ გარე დახმარებით შეძლებენ საზოგადოების მხარდაჭერას.
კიტჩური პოლიტწარმოდგენებით, პოდკასტებში თუ ფსევდომედიაში აქტიურობით, მათი ნიშა უცვლელია - ნაცკეთროვნები!“ - წერს აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
არქივი