ეკა სეფაშვილი: ვნახოთ ევროპაში ეკონომიკური პრაგმატიზმი აჯობებს თუ პოლიტიკური კონიუნქტურა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
276 18 აპრილი 2026, 10:46
ევროკავშირთან ურთიერთობებსა და საქართველოს მიმართ საერთაშორისო ზეწოლაზე ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა.

„დიდ ქვეყანაზე ასეთი ზეწოლა არ იქნებოდა ევრობიუროკრატიის მხრიდან, როგორიც ჩვენს ქვეყანაზეა. მოგეხსენებათ, საქართველოზე 2022 წლიდან დაიწყო ეს გაუგონარი ზეწოლა, მანამდე ეს არ ხდებოდა და ანუ ერთ დღეში შევიცვალეთ?“ - განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ ზეწოლა საქართველოზე მომავალშიც გაგრძელდება, თუმცა შესაძლოა ფორმა შეიცვალოს.

„დიდ ქვეყანაზე ასეთი ზეწოლა არ იქნებოდა ევრობიუროკრატიის მხრიდან, როგორიც ჩვენს ქვეყანაზეა. მოგეხსენებათ, საქართველოზე 2022 წლიდან დაიწყო ეს გაუგონარი ზეწოლა, მანამდე ეს არ ხდებოდა და ანუ ერთ დღეში შევიცვალეთ ?მე ვფიქრობ, რომ ეს მოცემულობა შეიცვლება, თუმცა მთლიანად არ მოისპობა. საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა სულ იქნება, რადგან ყველას ურჩევნია, რომ აქ მარიონეტი ჰყავდეს, ვიდრე ისეთი ხელისუფლება, რომელიც ეუბნება, რომ დაფიქრდება მათ მიერ შემოთავაზებულ ამა თუ იმ საკითხზე. ვნახოთ, ეკონომიკური პრაგმატიზმი აჯობებს თუ პოლიტიკური კონიუნქტურა. თუ ეკონომიკურმა პრაგმატიზმმა აჯობა, მაშინ ისევ ძველებური ევროკავშირი დაბრუნდება, ისეთი, როგორიც იყო. იქ უმთავრესი არის ინტეგრაცია ისე წარიმართოს, რომ ქვეყნებისთვის ეს პროცესი იყოს ადვილი. ნამდვილად ეკონომიკური თვალსაზრისით დიდი ბაზარი ჯობია პატარა ბაზარს. ამ იდეით შეიქმნა თავის დროზე ევროკავშირი და ახლა ცოტა სხვა მიმართულებით გადაუხვიეს. მე ვფიქრობ, რომ თუ მათ თავიანთი ეკონომიკები აინტერესებთ მაშინ უნდა შეიცვალოს, პოლიტიკაც ეგაა - გრძელვადიანი ეკონომიკური ინტერესები,“- განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
არქივი