ედიშერ გვენეტაძე: ხაზარაძემ როგორც კი გაიგო საქართველოს მიერ გაცხადებული ანაკლიის პორტის აგება, გრიგოლ გეგელიას დაავალა საკუთარი გულის ნადების საქვეყნოდ გაცხადება - ხაზარაძე-გეგელიას ტანდემი მზადაა, ყოველგვარი ეროვნულის იგნორირების ხარჯზე უზრუნველყოს კომკავშირული ინტერნაციონალიზმი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 07 ივლისი 2026, 16:26

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე ეხმიანება ანაკლიის პორტის შესახებ „ლელოს“ წევრის, გრიგოლ გეგელიას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მონაწილეობით უნდა შეიქმნას „კავკასიური კონსორციუმი“, ანაკლიის მართვა კი საერთაშორისო ოპერატორს უნდა გადაეცეს.

გვენეტაძის განცხადებით, გეგელია „პოლიტშესტიორკაა“, რომელიც მისი უფროსის, მამუკა ხაზარაძის გულის ნადებს ახმიანებს. როგორც ექსპერტი აღნიშნავს, „პოლიტიკური მამინაცვლების“ სიყვარულით შთაგონებული ხაზარაძე და გეგელია მზად არიან, რომ ეროვნული ინტერესების დათმობის ხარჯზე, კომკავშირული ინტერნაციონალიზმი უზრუნველყონ.

„ანაკლიის თემაზე სასამართლოზე სრულიად გაფარჩაკებულმა, თანაც დიდი თანხით დაჯარიმებულმა ხანდაზმულმა თაღლითმა ხაზარაძემ, როგორც კი გაიგო საქართველოს სახელმწიფოს მიერ გაცხადებული ანაკლიის პორტის აგება, პოლიტიკურ ველზე შემოგზავნა გათაღლითების გზაზე საკუთარი პოლიტიკური მამის მიერ კარგა ხანია შემდგარი, მაგრამ აქაც ბოლომდე ვერ შემდგარი ერთ დროს მემარცხენე, ახლა კი სიტუაციის შესაბამისად გამემარჯვენებულ „გატოპტვინებული“ მისივე პარტიის წევრი ტიპური „პოლიტშესტიორკა“ გრიგოლ გეგელია, რომელსაც დაავალა მამუკა „უმფროსმა“ საკუთარი გულის ნადების საქვეყნოდ გაცხადება. გრიგოლმაც მყისვე ქოში უკუღმა ჰყარა და განაცხადა რას ჰქვიან საქართველოს სახელმწიფომ უნდა ააშენოს ანაკლიის პორტი. ანაკლია უნდა ააშენოს „კონსორციუმმა აზერბაიჯანმა, სომხეთმა და საქართველომ“ ერთობლივადო.

ამის გამგონე მოქალაქეს უნებურად გაგახსენდება ქართული სიბრძნე: „კაცს მამა დაავიწყდა და მამინაცვალს იფიცებდაო“.

დიახ, პოლიტიკური მამინაცვლების სიყვარულით შთაგონებული ხაზარაძე-გეგელიას ტანდემი მზადაა, ყოველგვარი ეროვნულის იგნორირების ხარჯზე უზრუნველყოს კომკავშირული ინტერნაციონალიზმი“, - წერს ედიშერ გვენეტაძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
არქივი