ზაალ ანჯაფარიძე ახალი სახალხო მოძრაობის დაფუძნებაზე: არ იქნებოდა ქართველიშვილი, ადრე თუ გვიან აუცილებლად გამოჩნდებოდა ვინმე სხვა, ვინც მსგავს განაცხადს გააკეთებდა, რადგანაც აქ ბოლო დროს განვითარებული პროცესების ლოგიკამ გამოიწვია ეს ყველაფერი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 27 ივლისი 2026, 20:54

ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე, MMA-ის მებრძოლის, გიორგი ქართველიშვილის და მისი თანამოაზრეების მიერ სახალხო მოძრაობის დაფუძნების თემას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ანჯაფარიძის განცხადებით, სწორედ ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესების ლოგიკამ გააჩინა აღნიშნული მოძრაობის ჩამოყალიბების საჭიროება.

MMA-ის მებრძოლი გიორგი ქართველიშვილის და მისი თანამოაზრეების მიერ ახალი „სახალხო მოძრაობის” დაფუძნებაზე დიდი და პატარა „აკაცუკების“ რეაქციებმა გამახსენა ვარლამ არავიძის ფრაზა: „დაფრთხნენ მოხუცები!?“ ცნობილი ფილმიდან „მონანიება.“ თუკი ირონიის გარეშე შევხედავთ, გვაქვს სიტუაცია, როდესაც „ქვას შეხვდა ქვა.“ მე თუ მკითხავთ, არ იქნებოდა ქართველიშვილი, ადრე თუ გვიან აუცილებლად გამოჩნდებოდა ვინმე სხვა, ვინც მსგავს განაცხადს გააკეთებდა, რადგანაც აქ ბოლო დროს განვითარებული პროცესების ლოგიკამ გამოიწვია ეს ყველაფერი. დიახ, ეს საქართველოა თავის კულტურულ-ცნობიერი ლიბერალური და კონსერვატიული პარადიგმებით“, - წერს ანჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
არქივი