ზაზა შათირიშვილი: 2022 წელს, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნა „დიფ სთეითის“ ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა - საქართველო არ უნდა ატარებდეს სუვერენულ პოლიტიკას, შესაბამისად, უნდა დაინგრეს საქართველო, რომელიც არ მოქმედებს არაფორმალური ოლიგარქიული ძალების დავალებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 06 აგვისტო 2026, 06:54

ყველამ კარგად ვიცით, რომ 2022 წელს, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნა „დიფ სთეითის“ ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა - საქართველო არ უნდა ატარებდეს სუვერენულ პოლიტიკას, შესაბამისად, უნდა დაინგრეს საქართველო, რომელიც არ მოქმედებს არაფორმალური ოლიგარქიული ძალების დავალებით, უნდა დაინგრეს საქართველო, რომელიც ინარჩუნებს სუვერენიტეტს, ეროვნულ ღირებულებებს, ტრადიციებს, უნდა დაინგრეს საქართველო, რომლის ეკონომიკაც წინ მიდის!, - ვკითხულობთ ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ გავრცელებულ წერილში.

შათირიშვილის განცხადებით, არაფორმალური ოლიგარქიული ძალების პოლიტიკა კონფლიქტის გახანგრძლივებისა და მისი მასშტაბების ზრდისკენაა მიმართული, რაც, საბოლოოდ მთელი კონტინენტის კატასტროფული ეკონომიკური გამოფიტვით უნდა დასრულდეს, რისი ნიშნებიც როგორც უკრაინაში, ისე რუსეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში აშკარად ჩანს.

„რასაკვირველია, ვერც ამ წერილში ავუვლით გვერდს საქართველოს ომში ჩართვისა და მეორე ფრონტის გახსნის მცდელობას. როგორც ცნობილია, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირს უცხოელმა ჩინოვნიკმა პირდაპირ განუცხადა, რომ არანაირი პრობლემა არ იყო, თუკი რუსეთთან ახალი სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში საქართველო სამ დღეზე მეტხანს ვერ შეძლებდა წინააღმდეგობის გაწევას, რადგან სამი დღის შემდეგ საქართველოს პარტიზანულ ომზე შეეძლო გადასვლა, ხოლო ე.წ. მეგობრები „კონსერვებით“ მოგვამარაგებდნენ.

რა თქმა უნდა, ყველამ კარგად ვიცით, რომ 2022 წელს, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნა „დიფ სთეითის“ ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა - საქართველო არ უნდა ატარებდეს სუვერენულ პოლიტიკას, შესაბამისად, უნდა დაინგრეს საქართველო, რომელიც არ მოქმედებს არაფორმალური ოლიგარქიული ძალების დავალებით, უნდა დაინგრეს საქართველო, რომელიც ინარჩუნებს სუვერენიტეტს, ეროვნულ ღირებულებებს, ტრადიციებს, უნდა დაინგრეს საქართველო, რომლის ეკონომიკაც წინ მიდის! უნდა დაინგრეს ისე, ან უარესად, როგორც ევროპა ინგრევა დღეს და დაინგრევა ხვალ!

დღეის მდგომარეობით, გლობალური ომის პარტია ძალთა დაბალანსებას ცდილობს - უკრაინა რუსეთისთვის სერიოზულ გამოწვევად აქციეს, თუმცა რუსეთი, რომელსაც გაცილებით უფრო სერიოზული სამხედრო რესურსი და პოტენციალი აქვს, მას ჯერ-ჯერობით არ იყენებს. რა თქმა უნდა, არაფორმალური ოლიგარქიული ძალების ეს პოლიტიკა კონფლიქტის გახანგრძლივებისა და მისი მასშტაბების ზრდისკენაა მიმართული, რაც, საბოლოოდ მთელი კონტინენტის კატასტროფული ეკონომიკური გამოფიტვით უნდა დასრულდეს, რისი ნიშნებიც როგორც უკრაინაში, ისე რუსეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში აშკარად ჩანს.

ვისაც ამაში იოტისოდენა ეჭვი მაინც ეპარება, შეხედოს უკრაინის ეკონომიკას, რომელიც აღარ არსებობს, შეხედოს იმას, თუ რა ხდება რუსეთში ენერგეტიკული სექტორის მიმართულებით და რა ხდება ევროკავშირის ერთ დროს მოწინავე ეკონომიკაში“, - აღნიშნულია ზაზა შათირიშვილის მიერ გავრცელებულ წერილში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების ფაქტზე საქართველოს 3 მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ზაზა შათირიშვილი: იმ ჯოჯოხეთის შემდეგ, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და რუსეთმა საქართველოში დაატრიალეს, რუსეთმა ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა და აღნიშნული ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნო, „მსოფლიო პოლიციელმა“, ისევე, როგორც მთელმა ევროპამ, რუსეთს ეს ყველაფერი „გაუპრავა“
ზაზა შათირიშვილი: არაფორმალური ოლიგარქიული ძალების მთავარი მიზანია სახელმწიფოებრიობის ეტაპობრივი გაუქმება და კორპორაციული მმართველობით ჩანაცვლება, რისთვისაც, ომის გარდა სხვა ბერკეტებსაც იყენებენ, საუბარი მაქვს ისტორიული მეხსიერების, ეროვნული იდენტობისა და ტრადიციული სოციალური ნორმების შესუსტებასა და წაშლაზე
ზაფხულის სეზონზე, ღია ცის ქვეშ მუშაობასთან დაკავშირებული რისკების პრევენციის მიზნით, შრომის ინსპექციის სამსახური კომპლექსურ ღონისძიებებს ახორციელებს
არქივი