ანდრია გვიდიანი: ფინანსების თუ იურისპრუდენციის ექსპერტობა სულაც არ არის საჭირო იმის გასააზრებლად, რომ ერთი თანამდებობის დამატება ეროვნულ ბანკს დამოუკიდებლობას ვერანაირად ვერ დააკარგვინებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 13 ივნისი 2023, 10:43
კანონში იცვლება ერთადერთი რამ - ეროვნულ ბანკში დამატებით ჩნდება პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა. სავალუტო ფონდი კი ამბობს, რომ ამ თანამდებობის შემოტანით საფრთხე ექმნება ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას, თუმცა, ამის დასამტკიცებლად ვერავითარი არგუმენტი ვერ მოყავს,  - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი, ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში წერს.


მისი შეფასებით, სავალუტო ფონდის მიერ ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების თაობაზე უარყოფითი შეფასება იმის დასტურია, რომ სავალუტო ფონდს  ეროვნულ ბანკში დღეს არსებული ვითარება მოსწონს, ვინაიდან არჩილ მესტვირიშვილი, რომელიც  ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს, მზადაა მათი ნებისმიერი დავალება შეასრულოს.

„სავალუტო ფონდს მოსწონს ეროვნულ ბანკში დღეს არსებული ვითარება, როდესაც ბანკს არა საქართველოს სამსახურში მყოფი საჯარო მოსამსახურე, არამედ მათი აგენტი მართავს. სალომე ზურაბიშვილსაც იმიტომ გააჩერებინეს ეროვნული ბანკის საბჭოს ახალი წევრების წარდგენა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის მოქმედმა შემსრულებელმა პოზიციები არ დაკარგოს. ესაა მთელი არითმეტიკა, რომელიც კანონის კრიტიკისა და საბჭოს წევრების არწარდგენის უკან დგას.
 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას დღეს ასრულებს არჩილ მესტვირიშვილი, რომელიც თავიდან ბოლომდე სავალუტო ფონდის მიერ იმართება და მზადაა, ნებისმიერი მათი დავალება შეასრულოს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მესტვირიშვილი ნაცმოძრაობის ხელისუფლების სტაჟიანი კადრია, რომლის კარიერული აღმასვლა 2004 წლიდან იწყება, როდესაც ის სააკაშვილის ადმინისტრაციაში საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსად დაინიშნა. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ის 2009 წელს გახდა და როგორც ამბობენ, არაფორმალური სუბორდინაციით ვანო მერაბიშვილს ექვემდებარებოდა. მისი სტატუსიდან გამომდინარე, მესტვირიშვილი ვერ იტყვის უარს ვერცერთი ისეთი დავალების შესრულებაზე, რომელმაც ქართული ეკონომიკის ზრდა შეიძლება შეაფერხოს ან ინფლაციის თუ დევალვაციის კუთხით ქვეყანას პრობლემები შეიძლება შეუქმნას.



 
ამის ერთ-ერთი მაგალითია მესტვირიშვილის მიერ 2-3 კვირის წინ მიღებული გადაწყვეტილება, რომელთან დაკავშირებითაც მას მთავრობასთან ელემენტარული კონსულტაციებიც კი არ გაუვლია. კერძოდ, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, რუსეთის რეზიდენტების მიერ ქართულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტებისთვის გადინების განაკვეთი 30-40 პროცენტიდან 80 პროცენტამდე გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი ბანკები აღნიშნული თანხების 80 პროცენტს ეკონომიკურ ბრუნვაში ვეღარ გამოიყენებენ. ბუნებრივია, ეს გადაწყვეტილება ქართული ბანკების მიმზიდველობასა და მათ მიერ ეკონომიკაში ჩასადებ ინვესტიციებს შეამცირებს, ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინებას შეაფერხებს და პირიქით, ქვეყნიდან ვალუტის გადინებას შეუწყობს ხელს. საბოლოო ჯამში, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება უარყოფითად იმოქმედებს ეკონომიკის ზრდაზე, ლარის კურსზე და ინფლაციურ პროცესებსაც წაახალისებს. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის რეზიდენტები, რომლებიც ქართულ ბანკებში სავალუტო დეპოზიტებს ხსნიან, უმეტესწილად, რუსეთში მცხოვრები ქართველები და მათი კომპანიები არიან.“ - წერს ანდრია გვიდიანი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი