გია გაბრიჭიძე-რა უფრო აინტერესებს ხალხს, დენდროპარკში შესვლა იყოს უფასო, პარკი იყოს მოვლილი, იყოს უამრავი საინტერესო და დასასვენებელი ადგილი, თუ ვის მფლობელობაშია?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 27 ივნისი 2023, 15:07
„მოდით ვნახოთ, თუ რა უფრო აინტერესებს ხალხს - დენდროპარკში შესვლა იყოს უფასო, პარკი იყოს მოვლილი, იქ იყოს უამრავი საინტერესო და დასასვენებელი ადგილი, თუ ვის მფლობელობაშია? ნორმალურ ადამიანს ცხადია პირველი ნაწილი უფრო აინტერესებს, მაგრამ ამ "რუს გლეხებს" საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით "სკანდალის" შექმნა“-წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე დენდროლოგიური პარკის ბიძინა ივანიშვილის მეუღლის მფლობელობაში გადაცემასთან დაკავშირებით.
„ეს მდაბიო ოპოები და მუდმივად კრიტიკულ დღეში მყოფი "მედია საშუალებები" ის რუსი გლეხები არიან, რომლებზეც ალექსეი ტოლსტოი "მეფე პეტრე პირველში" წერდა - რუსი გლეხი რომ დაინახავს მისმა მეზობელმა კარგი სახლი აიშენა, მაშინვე ჩივილს დაიწყებს და თუ ვერაფერს მიაღწია, ეცდება გადაუწვას.
მოდით ვნახოთ, თუ რა უფრო აინტერესებს ხალხს - დენდროპარკში შესვლა იყოს უფასო, პარკი იყოს მოვლილი, იქ იყოს უამრავი საინტერესო და დასასვენებელი ადგილი, თუ ვის მფლობელობაშია? ნორმალურ ადამიანს ცხადია პირველი ნაწილი უფრო აინტერესებს, მაგრამ ამ "რუს გლეხებს" (მე არაფერ შუაში ვარ. გრაფმა ტოლსტოიმ დაგარქვათ) საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით "სკანდალის" შექმნა.
ის რომ დენდროპარკის მოვლას და გამდიდრებას უზარმაზარი შრომა და ფინანსები სჭირდება და ამას მფლობელი საკუთარი ხარჯებით აკეთებს (არანაირი ბიუჯეტი, არანაირი გრანტი. საკუთარი ხარჯებით უვლის) აღარაფერს ვამბობ.
ჰო მართლა დენდროპარკის მშენებლობის პერიოდში ოპოებმა ხე რომ იყიდეს შეშად დაჭრეს, თუ თურქეთში გაყიდეს ხომ არ იცით?“-წერს გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი