ლევან ნიკოლეიშვილი: დონალდ ტრამპს ბრალდება წარუდგინეს - ამერიკული სტანდარტით ბრალი უნდა წარედგინოს ISFED-ის ხელმძღვანელობას და USAID-ის წარმომადგენლობას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 02 აგვისტო 2023, 12:29

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისთვის ახალი ბრალდების წარდგენას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ის აქვეყნებს ამონარიდს ტრამპის ბრალის დადგენილებიდან და პარალელს ავლებს 2020 წლის არჩევნების შემდეგ საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან.

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, ამერიკული სტანდარტის მიხედვით, საქართველოშიც უნდა წარედგინოს ბრალი "სამართლიან არჩევნებს" (ISFED), რომელმაც ხმების პარალელური დათვლის შედეგები გააყალბა, ასევე USAID-ის წარმომადგენლობას, რომელიც აღნიშნულის შესახებ ინფორმირებული იყო და მთელ რადიკალურ ოპოზიციას, ვინაიდან მათი მცდარი პრეტენზიების ლეგიტიმურად წარმოჩენას ცდილობდნენ არჩევნების გაყალბების შესახებ.

"ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ბრალდება წარუდგინეს. ამონარიდი ბრალის დადგენილებიდან: „არჩევნების დღიდან ორ თვეზე მეტი ხნის შემდეგ, ბრალდებული ავრცელებდა სიცრუეს, რომ მოხდა არჩევნების შედეგების გაყალბება და რომ რეალურად მან გაიმარჯვა. ეს პრეტენზიები მცდარი იყო და ბრალდებულმა იცოდა, რომ მცდარი იყო, მაგრამ მაინც ავრცელებდა, რათა ყალბი პრეტენზიები ლეგიტიმურად წარმოეჩინა, უნდობლობისა და ბრაზის ინტენსიური ატმოსფერო შეექმნა და არჩევნების ადმინისტრირების მიმართ საზოგადოების რწმენა შეერყია"

ანუ რა გამოდის? ამერიკული სტანდარტით ბრალი უნდა წარედგინოს ISFED - ის ხელმძღვანელობას და USAID - ის წარმომადგენლობას, რადგან ISFED – მა PVT გააყალბა, ხოლო შემდეგ ელენე ნიჟარაძემ, ამ ორგანიზაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა აღიარა, რომ მან აცნობა დონორს პარალელური დათვლის შედეგებში არსებული დარღვევის თაობაზე.

ასევე ამერიკული სტანდარტით ბრალი უნდა წარედგინოს რადიკალური ოპოზიციის ყველა ლიდერს, რადგან მათ იცოდნენ, რომ არჩევნები წაგებული ჰქონდათ, თუმცა ამერიკული ბრალის დადგენილების თანახმად „ავრცელებდნენ სიცრუეს, რომ მოხდა არჩევნების შედეგების გაყალბება და რომ რეალურად მათ გაიმარჯვეს. ეს პრეტენზიები მცდარი იყო, მაგრამ მაინც ავრცელებდნენ, რათა ყალბი პრეტენზიები ლეგიტიმურად წარმოეჩინა“ !!!" - წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი