ოთარ ჭულუხაძე - რა გამოდის, ტრამპს სდებენ ბრალს იმაში, რომ კაპიტოლიუმზე შტურმს ხელი შეუწყო, ჩვენთან კი ორკესტრირებდნენ „არჩევნების გაყალბდა“-ს და მასთან დაკავშირებულ „ქვეყნის ჯანჯღარს“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 02 აგვისტო 2023, 14:57
თურმე ნუ იტყვით და დონალდ ტრამპს ბრალი ედება არჩევნების შედეგების არ-აღიარებაში და კაპიტოლიუმზე შტურმის ხელშეწყობაში. რამეს ხომ არ გაგონებთ? მე, კი... ჩვენს უახლეს პოლიტიკურ ცხოვრებაში ერთ-ერთ საშინლად ორგანიზებულ ტყუილს - 2020-ის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების „გაყალბებას“, რასაც მოჰყვა ქვეყნის ჯანჯღარი, მოლაპარაკებები, შარლ მიშელის მტკივნეული დოკუმენტი და საბოლოოდ, ამ დოკუმენტიდან გამოსვლა - ამის შესახებ სოციალურ ქსელში POSTV-ის ანალიტიკოსი ოთარ ჭულუხაძე წერს.

როგორც ჭულუხაძე აღნიშნავს, ამერიკული და ქართული „სცენარი“ ერთი-ერთში ჰგავს ერთმანეთს - იქაც არჩევნებში დაეჭვება და შტურმი... უბრალოდ, აქაური „გაყალბების“ ნარატივი მეტად უნიჭოდ იყო ორგანიზებული, ხოლო შტურმებს არავის სიცოცხლე არ შეუწირია.
მისივე თქმით, გამოდის, რომ ტრამპს სდებენ ბრალს იმაში, რომ კაპიტოლიუმზე შტურმს ხელი შეუწყო, ჩვენთან კი ორკესტრირებდნენ „არჩევნების გაყალბდა“-ს და მასთან დაკავშირებულ „ქვეყნის ჯანჯღარს“.
„ჯიუტად ვაგრძელებ მაგალითების მოყვანას ციკლიდან „ხარი და იუპიტერი“... ამჯერადაც, იუპიტერი ამერიკაა, ხარი - საქართველო. თურმე ნუ იტყვით, და დონალდ ტრამპს ბრალი ედება არჩევნების შედეგების არ-აღიარებაში და კაპიტოლიუმზე შტურმის ხელშეწყობაში. რამეს ხომ არ გაგონებთ? მე, კი... - ჩვენს უახლეს პოლიტიკურ ცხოვრებაში ერთ-ერთ საშინლად ორგანიზებულ ტყუილს - 2020-ის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების „გაყალბებას“, რასაც მოჰყვა ქვეყნის ჯანჯღარი, მოლაპარაკებები, შარლ მიშელის მტკივნეული დოკუმენტი და საბოლოოდ, ამ დოკუმენტიდან გამოსვლა (საბედნიეროდ).
ისე, როგორ ერთი-ერთში ჰგავს ამერიკული და ქართული „სცენარი“ ერთმანეთს - იქაც არჩევნებში დაეჭვება და შტურმი... უბრალოდ, აქაური „გაყალბების“ ნარატივი მეტად უნიჭოდ იყო ორგანიზებული, ხოლო შტურმებს არავის სიცოცხლე არ შეუწირია... არა, არ შეიძლება ასე: კი, გასაგებია, ეს „იუპიტერისა და ხარის“ ამბავი, მაგრამ რაღაც ტიპის სწორება ხომ უნდა აიღო იმაზე, ვინც დემოკრატიის მოდელად და თავისუფალი სიტყვის ბასტიონად გესახებოდა აქამდე. ანუ რა გამოდის, ტრამპს სდებენ ბრალს იმაში, რომ კაპიტოლიუმზე შტურმს ხელი შეუწყო, ხოლო ჩვენთან კი ორკესტრირებდნენ „არჩევნების გაყალბდა“-ს და მასთან დაკავშირებულ „ქვეყნის ჯანჯღარს“.
მოდით, გავიხსენოთ ჩვენი უახლოესი წარსულის ეს ავბედით მონაკვეთი: 2020 წლის 10 დეკემბერს ISFED-მა („სამართლიანმა არჩევნებმა“) ბრძანა: „სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება, [იგულისხმება ირაკლი კობახიძის განცხადება არჩევნების არ-გაყალბების შესახებ ო.ჭ.], ერთი მხრივ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ორგანიზაციის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად და მეორე მხრივ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი და უფრო პრობლემური საკითხებიდან ყურადღების გადატანის მცდელობას ემსახურება“. (ლინკი პირველ კომენტარში).
ერთ დღეში, 2020 წლის 11 დეკემბერს შეიკრიბა პარლამენტი და იმავე საღამოს დეკემბერს „ისფედის“ დონორი ორგანიზაცია - USAID-ი ამბობს: „11 დეკემბერის საღამოს „სამართლიანმა არჩევნებმა“ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ ორგანიზაციას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ხმის დათვლის პარალელურ სისტემაში ხარვეზი იპოვეს, რამაც შეცვალა საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმები“. (ლინკი მეორე კომენტარში) ანუ გამოდის, რომ მას შემდეგ, რაც გეგმა ჩაიფუშა და პარლამენტი მ ა ი ნ ც შეიკრიბა, მერე „პლასტინკა შეიცვალა“ და ISFED-იც უფრო დაკვირვებული გახლდათ... ნუ, კარგით, რა... აი, არც ის დავივიწყოთ, კელი დეგნანმა ISFED-ს კალთა როგორ გადააფარა, შეუქო რა მათ პროფესიონალიზმი, უბრალოდ, კალკულატორს ჯერ ეჩვევიან, რომ მიეჩვევიან, მერე ნახეთო... (იხილეთ მესამე კომენტარი) ახლა კი ვგებულობთ, რომ იგივეს გამო თავისი ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს დასაჭერად დასდევენ... უნდა დასრულდეს საქართველოს ხარის პოზიციაში ყოფნა!“ - წერს ოთარ ჭულუხაძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი