ნანა კაკაბაძე: დღეს დასავლეთში სწორედ ასეთი ყაიდის პოლიტიკური ძალები არიან დაწინაურებელნი, რომლებიც თავისი აზროვნებით და მოქმედებით აშკარად 30-იანი წლების ბოლშევიკების შთამომავლებს წარმოადგენენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 05 სექტემბერი 2023, 11:14

მაკკეინის სული და ბუშის წერილი თბილისში. დიდი სტუმრიანობაა თბილისში. მთელი მსოფლიოდან შეკრებილან „დემოკრატიის მამები“. თვალებანთებულები შესციცინებენ და მათ თითოეულ სიტყვას თავში იბეჭდავენ ქართველი ლიბერასტები , - ასე აფასებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე მაკკეინის და ბუშის ინსტიტუტების მიერ ორგანიზებულ კონფერენციას სოციალურ ქსელში.

„ჯონ მაკკეინის სული და ჯორჯ ბუშის მისასალმებელი წერილი აკეთილშობილებს თბილისის საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც მათივე სახელობის ორგანიზაციების თაოსნობით გამართულა.

თავის მისასალმებელ წერილში ბუში თავისუფლებაზე და დემოკრატიაზე აკეთებს აქცენტებს. „სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში აგრძელებს უმნიშვნელოვანესი როლის შესრულებას ქვეყნის წინ წაწევის პროცესში“ - აცხადებს აშშ-ს ექსპრეზიდენტი. აი, დემოკრატიული ღირებულებების მიმართ საქართველოს ხელისუფლების ერთგულებაზე კი, კითხვები არსებობსო.

მისი წერილიდან ვიგებთ, რომ ბუშისთვის დემოკრატიის შუქურა ისევ ნაცფაშისტური მმართველობა ყოფილა. ამიტომ თურმე მას გულს სტკენს ის, თუ როგორ ექცევიან საქართველოს მესამე პრეზიდენტს ციხეში. ამ კაცს თურმე ჩვენს ქვეყანაში რუსეთის მზარდი გავლენა და უკრაინელი ხალხისა და "ლიდერშიფის“ მიმართ ჩვენი ხელისუფლების არასაკმარისი მხარდაჭერაც აწუხებს.

ეს წერილი შეიძლება ისეც გავიგოთ, რომ მისი და სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს საქართველოს „წინ წაწევის პროცესში“ ხელისუფლება იყო წამყვანი, ხოლო სამოქალაქო საზოგადოება მხოლოდ ხელს უშლიდა „დემოკრატიის შუქურას“, ანუ 100 ათას მოსახლეზე პატიმრების საერთო რაოდენობით მსოფლიო ლიდერობა, ქუჩაში მოქალაქეების ჩახოცვაზე გაცემული ნებართვა, თავისუფალი მედიის მიტაცება, სასამართლოს ჯიბეში ჩასმა, დაკანონებული რეკეტი და მოქალაქეთა განკულაკება, პატიმრების მასობრივი წამება, პიროვნების კულტის შექმნა, მმართველობის ფორმად შიშისა და ტერორის დათესვა და კიდევ სხვა ათასი უბედურება ყოფილა ბუშის აზრით თავისუფლება და დემოკრატია. აქედან გამომდინარე, ამ ყველაფრის საქართველოში დამნერგავი პრეზიდენტის მიმართ დღევანდელი ხელისუფლების „სასტიკი და არაადამიანური“ მოქცევა კი - გულსატკენი.

მოკლედ, ეს „თავისუფლებისა და დემოკრატიის“ ლამაზი სიტყვებით შეფუთული კონფერენცია ისევე ემსახურება ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის დაცვის საქმეს, როგორც კომუნისტური იდეოლოგია იყო ყველაზე მართალი, ყველაზე ლამაზი, ყველაზე ადამიანური და ყველაზე, ყველაზე, ყველაზე... საბჭოთა კავშირი კი დედამიწაზე შექმნილი სამოთხეს წარმოადგენდა. სამწუხაროდ, დღეს დასავლეთში სწორედ ასეთი ყაიდის პოლიტიკური ძალები და ადამიანთა ჯგუფები არიან დაწინაურებელნი, რომლებიც თავისი აზროვნებით და მოქმედებით აშკარად 30-იანი წლების ბოლშევიკების შთამომავლებს წარმოადგენენ თავისი რადიკალიზმით, განსხვავებული აზრის მიუღებლობით, „მოღალატის“ იარლიყის მიკერებით და დაუნდობლობით მათ მიმართ, ვინც ოდნავ მაინც ეჭვს გამოთქვამს მათი ბელადების ან თვითონ მათ კეთილსინდისიერებაში, პატიოსნებაში და თუნდაც კომპეტენტურობაში“, - წერს კაკაბაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი