დავით ქართველიშვილი: LGBTQ+ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტის დაინიცირებაში დიდი წვლილი "ხალხის ძალას" მიუძღვის, მაგრამ აგენტოკრატების ლაქია-მარიონეტები ცდილობენ აღნიშნულ ეროვნულ ინიციატივას "რუსული კანონი 2"-ის სარჩული მიაკერონ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 29 თებერვალი 2024, 23:57
„როგორც შარშან არავის წაუკითხავს „ხალხის ძალის" ოთხფურცლიანი ეროვნული კანონპროექტი და როგორც მაშინ მის წინააღმდეგ აქტიური მოქმედებებით ნაცსექტა, ხოლო დემონსტრაციული იგნორირებით - "პირიქითა სექტამ" გაილაშქრა, ამჟამადაც ანალოგიურ გამოხმაურებას ველით," - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. ქართველიშვილი იმედს გამოთქვამს,  რომ ფართო საზოგადოება შარშანდელი პასიურობისგან განსხვავებით, წელს მაინც თავის სათქმელს ღიად იტყვის.

 „რაც აუცილებლად სათქმელია: ერთი წლის წინ უცხოური გავლენების გამჭვირვალობის კანონპროექტი „ხალხის ძალის" ინიციატივა იყო, რომელსაც მხარი ოცნებამ დაუჭირა. „გლობალური ომის პარტიის" უპრეცედენტო კონტრშეტევის წინაშე, ახალგაზრდების რიგებში რეალური, დაგეგმილი მსხვერპლის თავიდან აცილების მიზნით, ამ კანონპროექტის უკან გამოწვევა გახდა საჭირო. ერთი წლის შემდგომ, ოცნების მიერ დაანონსებული LGBTQ+ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტის დაინიცირებაში, დიდი წვლილი უკვე "ხალხის ძალას" მიუძღვის. მაგრამ, როგორც შარშან, ასევე ამჟამად - ცალ ფეხზე მხტუნავი, აგენტოკრატების ლაქია-მარიონეტები ცდილობენ აღნიშნულ ეროვნულ ინიციატივას "რუსული კანონი 2.0"-ის სარჩული მიაკერონ. 

როგორც შარშან არავის წაუკითხავს „ხალხის ძალის" ოთხფურცლიანი ეროვნული კანონპროექტი და როგორც მაშინ მის წინააღმდეგ აქტიური მოქმედებებით ნაცსექტა, ხოლო დემონსტრაციული იგნორირებით - "პირიქითა სექტამ" გაილაშქრა, ამჟამადაც ანალოგიურ გამოხმაურებას ველით. დარწმუნებული ვარ, ორივე სექტა შეეცდება ამ კანონპროექტს ან პირდაპირი ან ირიბი წინააღმდეგობა გაუწიოს. 

მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ფართო საზოგადოება შარშანდელი პასიურობისგან განსხვავებით, წელს მაინც თავის სათქმელს ღიად იტყვის. თუ ვინმეს ჰგონია, რომ "შემთხვევითი დამთხვევა" იყო ბლინკენის ცნობილი ბრძანება, საბერძნეთის სამარცხვინო, თუ ჩეხეთის სამაგალითო ქმედებები - ჩვენ ამაში მიზანმიმართულ შეტევას ვხედავთ, მათ შორის საქართველოს საბაზისო ღირებულებებზე. ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვის შარშანდელი გამოცდილების გათვალისწინებით, საარჩევნო წელიწადში განსაკუთრებით საინტერესო იქნება პოლიტიკური თუ „სამოქალაქო" ძალების პროტესტის გამოვლენა ქვეყნის ფერნაკლული ცისარტყელას დროშების ქვეშ გაერთიანების უკვე საკანონმდებლო აკრძალვის წინააღმდეგ. 

საინტერესო იქნება გარემონტებული „მუსტანგებით" რეგიონებში საარჩევნო კამპანიების თვალყურის დევნება საქართველოსთვის "ცისფერი პერსპექტივების" შენარჩუნების დევიზით. განსაკუთრებით საინტერესო იქნება ვარდისფერ კოლგოტებში ეროვნული ტრანსგენდერების საარჩევნო შეხვედრები ელექტორატთან, თუნდაც ძეგვის ბირჟაზე. ქვეყნის „ცისფერიზაციის" საარჩევნო დაპირებების მქონე ძალებს, 5 პროცენტიანი ბარიერის გადალახვის კი არა, საკუთარი „პარტიების" შენარჩუნების ბედი უნდა აღელვებდეს," - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი