დავით ქართველიშვილი: ჩემი ბრიტანელი მეგობარია ჩამოსული საქართველოში და აქ დარჩენას გეგმავს - თქვენს თვალებში ინგლისში მივიწყებულ საკუთარი ღირსების შეგრძნებას ვხედავო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 26 მაისი 2024, 21:27
ბრიტანეთიდან მეგობარია ჩამოსული სტუმრად, იქაური მოქალაქეა, უჭკვიანესი პიროვნება. ინგლისმა დაკარგაო ის პეწი, რომელმაც ოდესღაც მას მსოფლიო ჰეგემონის სახელი შესძინა - პატრიარქალური ტრადიციულობა, ანგლიკანური ეკლესიის ურყევი ავტორიტეტი და სამეფო ოჯახისადმი უპირობო პატივისცემა.“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს. 

მისი თქმით, ბრიტანელი მეგობარი საქართველოში დარჩენას გეგმავს, რადგან აქ იმ ღირსებას ხედავს, რაც, მისივე თქმით, ინგლისში უკვე მიივიწყეს. 

„ყველაფერი დაეცა, მიმდინარეობს ყველაფრის ჩანაცვლება ახალი, ბრიტანეთისთვის უცხო „ფასეულობებით". და, რაც მთავარია, ინგლისური სულისკვეთება ნებდება ამ ფსევდოლიბერალური წნეხის წინაშე. ერთადერთი ძალა, ვინც ცდილობს ინგლისს ინგლისელობა ჯერ კიდევ შეუნარჩუნოს - მეორე თაობის ბრიტანეთის მოქალაქე, აფროემიგრანტები არიან.

მომიყვა საინტერესო და ნიჭიერი ქართველების ოჯახზეც - ორივე, ცოლ-ქმარი, ლონდონის პრესტიჟული სასწავლებლების პროფესორები არიან. 72 წლის ქმარი ემზადება საქართველოში სამუდამო დაბრუნებისთვის. მის მეუღლეს ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის ახალი „კულტურის" მძევლობაში მყოფი შვილები აბრკოლებენ - ფსევდოლიბერალიზმი არა მხოლოდ საქართველოშია დაუნდობელი ჩვენი ბავშვების დატყვევების საქმეში.

ვერც ფული, ვერც დასაქმება ვეღარ ანაცვლებს საკუთარი ფესვების მიმართ ჯერჯერობით უშედეგო დაბრუნების ლტოლვას. მასიურად ტოვებენ დღეს შეძლებული ოჯახები, ასევე, კალიფორნიას და ჯერჯერობით ევროპაში ეძებენ ნავსაყუდელს ამერიკაში გამეფებული ნარკომანიის, გენდერული სიგიჟეების, კრიმინალისა და პოლიციური აღვირახსნილობისაგან თავის დასაღწევად.

ვიცინოთ თუ ვიტიროთ, აღარც კი ვიცი, როდესაც ასეთ „სამოთხეში" მისასვლელი გზების დასანქცირებით გვემუქრებიან. ეს ჩემი მეგობარიც იმიტომ არის ჩამოსული, რომ საქართველოში გადმობარგდეს. თქვენს თვალებში, ინგლისში მივიწყებულ საკუთარი ღირსების შეგრძნებას ვხედავო. მოიკითხა, როგორ არიან ძეგვში ოთხი წლის წინ სამუდამო საცხოვრებლად ჩამოსული ბირმინგემელების წყვილიო, მშვენივრად-მეთქი. ჰოდა, ცოტაც მაცადეო, შემოგიერთდებითო...“ - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი