დავით ჩიხელიძე: ომსა და მშვიდობას შორის ტოლობის ნიშნის დასმა პოლიტიკურ სიბეცეზე მიანიშნებს, ომი მშვიდობის ალტერნატივად არ გამოდგება, დღეს რომ ეკონომიკური ზრდა გვაქვს, მშვიდობის დამსახურებაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 17 სექტემბერი 2024, 15:27

ომსა და მშვიდობას შორის ტოლობის ნიშნის დასმა პოლიტიკურ სიბეცეზე მიანიშნებს, ომი მშვიდობის ალტერნატივად არ გამოდგება, დღეს რომ ეკონომიკური ზრდა გვაქვს, მშვიდობის დამსახურებაა, რომელმაც ჩვენს ქვეყანას განვითარების ახალი შესაძლებლობა გაუხსნა, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი, დავით ჩიხელიძე.

მისი განცხადებით, უკრაინის მაგალითი ნათლად აჩვენებს, თუ რა მოაქვს ომს, კერძოდ, ეკონომიკის შემცირება, ქვეყნიდან მოსახლეობის მასობრივად გამგზავრება, შემცირებული სამუშაო ადგილები, მრავალი დაღუპული და დაკარგული ტერიტორიები.

ჩიხელიძე აღნიშნავს, რომ ომის დაწყება სულელსაც შეუძლია, მშვიდობის დაცვა კი რჩეულთა ხვედრია. "ომსა და მშვიდობას შორის ტოლობის ნიშნის დასმა პოლიტიკურ სიბეცეზე მიანიშნებს, ომი მშვიდობის ალტერნატივად არ გამოდგება, დღეს რომ ეკონომიკური ზრდა გვაქვს, მშვიდობის დამსახურებაა, რომელმაც ჩვენს ქვეყანას განვითარების ახალი შესაძლებლობა გაუხსნა. რა ხდება ამ დროს უკრაინაში? ქვეყნის ეკონომიკა მინიმუმ 30%-ით შემცირდა, უკრაინა დატოვა 10 მილიონმა ადამიანმა, სამუშაო ადგილების რაოდენობა 3,5 მილიონით შემცირდა, დაკარგა ტერიტორიის 23% , გარდაცვლილი და უგზო უკვლოდ დაკარგულად ითვლება ასობით ათასი ადამიანი, განადგურებულია ინფრასტრუქტურის უდიდესი ნაწილი და ა.შ. ქვეყნის აღდგენას მინიმუმ 500 მილიარდი დოლარი და რამდენიმე ათეული წელი სჭირდება, ეს ყველაფერი მოაქვს ომს და მეორე ფრონტს, მზად ხართ პოლიტიკური ავანტიურის გამო ოჯახის წევრი დაკარგოთ? სამსახურის და შემოსავლის გარეშე დარჩეთ? საკუთარი ქვეყანა დატოვოთ და ა.შ... ომის დაწყება სულელსაც შეუძლია (რაშიც სააკაშვილის მაგალითი გვარწმუნებს) მშვიდობის კბილებით დაცვა კი რჩეულთა ხვედრია, რომელთაც საკუთარი ქვეყნის და მოსახლეობის წინაშე აღებული პასუხისმგებლობის დაცვა და მისთვის ბრძოლა შეუძლია!" - წერს დავით ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
არქივი