მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 22 ნოემბერი 2024, 13:43
ხალხო, გავიაზროთ, ჩვენსა და ჩვენს მომავალს შორის არის 4000 „რობოკოპი“ - მოვეშვათ ენის მოჩლექას, საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც საპროტესტო აქციებსა და ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნებს გამოეხმაურა.

როგორც სააკაშვილმა განმარტა, ქვეყანაში თვითმარქვია, თვითგამოცხადებული მთავრობაა.

„მივესალმები გაძარცვულ საქართველოს, საქართველო მთლიანად გაიძარცვა. არ არსებობს იმაზე ძვირფასი უფლება, ვიდრე ხმის მიცემის უფლება, არჩევანის თავისუფლება. ხალხი დილით ადრე ადგა, წავიდა რეგიონში ხმის მისაცემად. ვიხილე ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ, რათა ხმა მიეცათ. საღამოს გამოუცხადეს, რომ (არჩევნები) მოპარულია, დატოვეს ცარიელ-ტარიელი. ეს არის სიტუაცია, რომელიც მივიღეთ. საქართველო არის მთლიანად გაძარცვული, მაფიოზური კლანის ხელშია. მაფიოზური კლანი მასამართლებს მე, ქართული სახელმწიფოს შემქმნელს. ამაზე უფრო დიდი უსამართლობაა დღევანდელი საქმე, რომელიც ეხება ქვეყანაში უკანონოდ დაბრუნებას, ეს ყველა საზღვარს ცდება.

ვფიქრობ, ისტორიული პასუხისმგებლობა აქვს ყველას, ვისაც შეეძლო ჩემი უსამართლო პატიმრობის დასრულება და ეს არ გააკეთა. სიტუაცია მარტივია, ქვეყანა წაგვართვეს. ახლა აღარ არის დრო პარტიული უთანხმოებების, ჩვენ გავაგრძელებთ წინააღმდეგობას, ან შევწყვეტთ და საქართველო, როგორც ქვეყანა არსებობას შეწყვეტს.

ხვალ არის „ვარდების რევოლუციის“ 21-ე წლისთავი. „ვარდების რევოლუციის“ დროსაც ასე მოიპარეს არჩევნები. ჩვენ წინასწარ ვიცოდით, რომ არჩევნებს მოიპარავდნენ და მოვემზადეთ. ჩვენსა და ჩვენს თავისუფლებას, ჩვენს გადარჩენას შორის არის 4000 „რობოკოპი“ და სპეცრაზმი. ხალხო, გავიაზროთ, ჩვენსა და ჩვენს მომავალს შორის არის 4000 „რობოკოპი“. ჩვენ ხომ ბევრად მეტნი ვართ, ამიტომ უნდა შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში. „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“... მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! რომელი კონსტიტუციის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს? რომელ მთავრობაზე საუბრობთ? ეს მთავრობა კი არ არის, თვითმარქვია, თვითგამოცხადებული მთავრობაა. სამართალდამცველები კი არა, ვითომ სამართალდამცველები არიან, სამართალდამრღვევები. ამიტომ მოვეშვათ ენის მოჩლექას, საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა. კაცმა რომელმაც ეს ამბავი ჩაიდინა და ხმები წაგართვათ, ყველაფრის მკადრებელია, თითოეული თქვენგანის სიცოცხლე საფრთხეშია“, - აღნიშნა სააკაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
არქივი