ედიშერ გვენეტაძე: ზოგიერთი ჩვენებურნი აჟიტირებულნი არიან იმით, რომ საქართველოს სახელმწიფოს ძალოვანი სტრუქტურების ზოგიერთ ხელმძღვანელს დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესაო - ტყუილი და ამაოა თქვენი სიხარული!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 19 დეკემბერი 2024, 22:21

ზოგიერთი ჩვენებურნი აჟიტირებულნი, არიან იმით, რომ საქართველოს სახელმწიფოს ძალოვანი სტრუქტურების ზოგიერთ ხელმძღვანელს დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესაო. ამიტომ ცნობისათვის გაუნათლებელთ, ბრიყვებს და სხვისი ფეხის ხმას ბრმად აყოლილებს! გაიგეთ! ახლა მიმდინარეობს ნამდვილად ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა ქართველი ხალხისა და მისი დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების ლიბერალისტულ-ფაშისტური იმპერიების კოლონიური მმართველობის წინააღმდეგ,- წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ვისაც უხარია საქართველოს თავზე უცხოელების და აქაური მეხუთე კოლონის მიერ შავად ღრუბლების შეყრის მცდელობა, ტყუილი და ამაოა მათი სიხარული.

„ზოგიერთი ჩვენებურნი აჟიტირებულნი, არიან იმით, რომ საქართველოს სახელმწიფოს ძალოვანი სტრუქტურების ზოგიერთ ხელმძღვანელს დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესაო. ამიტომ ცნობისათვის გ ა უ ნ ა თ ლ ე ბ ე ლ თ, ბ რ ი ყ ვ ე ბ ს და სხვისი ფეხის ხმას ბრმად აყოლილებს! გაიგეთ! ახლა მიმდინარეობს ნამდვილად ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა ქართველი ხალხისა და მისი დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების ლიბერალისტულ-ფაშისტური იმპერიების კოლონიური მმართველობის წინააღმდეგ. ამიტომაც ეს ის დიდი ბრიტანეთია: რომელსაც უდიდესი გამოცდილება აქვს კოლონიური მმართველობის; რომელიც სისხლის ღვარს აყენებდა და ახლაც თუ დასჭირდა იგივეს გააკეთებს საკუთარ კოლონიებში; რომელიც ცხენებით, ძაღლებით, გაზით, რეზინის ტყვიებით... არბევს საკუთარ, სოციალურ საკითხებზე ქუჩაში გამოსულ მოქალაქეებს და ამ დროს პატარა საქართველოს ნამდვილად დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას აკრიტიკებს სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლების ცოცხლად დაწვის მსურველი აგრესიული მომიტინგეების არა დარბევის, არამედ დაშლის გამო. გამოდის არავითარი ჟამთა სვლა არ მოქმედებს გაუკუღმართებულ იმპერიულ და სუსტების მიმართ არსებულ კოლონიურ აზროვნებაზე. ამიტომ ვისაც გიხარიათ საქართველოს თავზე უცხოელების და აქაური მეხუთე კოლონის მიერ შავად ღრუბლების შეყრის მცდელობა. ტყუილი და ამაოა თქვენი სიხარული! იცოდეთ არცერთს არ გამოგტოვებთ ომის აქლემი. ყველა თქვენგანის ჭიშკართან ჩაიჩოქებს ომის აქლემი და თანაც ძალიან დიდხანს. ილოცეთ, რომ ამ საცოდავ ქვეყანას შემოსეულ შინაურ თუ გარეულ ყველა ნაძირალას ბოროტი მცდელობა ქვეყნის ამოტრიალებისა მშვიდობით დამთავრდეს, თორემ არ ვაშინებ ვინმეს, მაგრამ კუბოს დასადგმელი არ იქნება არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ კავკასიაში. ნახეთ ცნობილი ტერორისტი უცბად აქციეს სირიაში უდიდეს „დემოკრატად“. და ჩააბარეს სირიის დემოკრატია. ხოლო სირია დაგლიჯეს გავლენის სფეროებად. სირია, ლიბია, ერაყი... მონაგონი იქნება, რაც აქაურობას დამართებენ „დემოკრატიის და თავისუფლების“ სახელით,“- წერს ედიშერ გვენეტაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
არქივი