ედიშერ გვენეტაძე: ყველა ჭეშმარიტი მამულიშვილის მხარდაჭერა ვახტანგ გომელაურს. არანაირი სანქცია და მაგნიტსკი ვერ გააჩერებს იმ გულის ძგერას, რომელიც მას და მის გვერდით მდგომ სამართალდამცველებს სამშობლოსათვის უძგერთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 20 დეკემბერი 2024, 00:40

საქართველოს ასაყირავებლად და გასანადგურებლად შეკრბა მთელი მსოფლიოს სალიბერასტეთი. ამ ვაჟკაცის დამსანქცირებელმა გადამთიელებმა ეტყობა არ იციან და არ გაუგონიათ რა ჯიშის და რა ჯილაგის კაცია ანუ "ვისი გორისაა" შსს მინისტრი ვახტანგ გომელაური, - ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის “მაგნიტსკის სიაში” შეყვანას.

მისივე თქმით, ვერანაირი სანქცია და "მაგნიტსკი" ვერ გააჩერებს იმ გულის ძგერას, რომელიც ვახტანგ გომელაურს და მის გვერდით მდგომ სამართალდამცველებს სამშობლოსათვის უძგერთ.

"საქართველოს ასაყირავებლად და გასანადგურებლად შეკრიბა მთელი მსოფლიოს სალიბერასტეთი. ამ ვაჟკაცის დამსანქცირებელმა გადამთიელებმა ეტყობა არ იციან და არ გაუგონიათ რა ჯიშის და რა ჯილაგის კაცია ანუ "ვისი გორისაა" შსს მინისტრი ვახტანგ გომელაური.

რა სანქციით, რი სანქციით შეაშინებთ ამ ვაჟკაც ქართველს, რომლის წინაპრებიც მღერით შედიოდნენ დიდგორში, ბასიანში, შამქორში, ხრესილში. ანუ არანაირი სანქცია და მაგნიტსკი ვერ გააჩერებს იმ გულის ძგერას, რომელიც ბნ ვახტანგს და მის გვერდით მდგომ სამართალდამცველებს სამშობლოსათვის უძგერთ. ყველა ჭეშმარიტი მამულიშვილის მხარდაჭერა ვახტანგ გომელაურს", - წერს ედიშერ გვენეტაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
არქივი