დავით ჩიხელიძე: კოლექტიური დასავლეთი განსაკუთრებული მონდომებით ებრძვის საქართველოს და მის ხელისუფლებას, რომელმაც გაბედა და სახელმწიფო ინტერესები, დასავლეთის ინტერესებზე მაღლა დააყენა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 08 იანვარი 2025, 15:55

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წერილი რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს შეიცავდა, მათ შრის აუცილებლად უნდა ვახსენოთ ე.წ. დიფ სთეითი, რომლის შესახებ, არა მხოლოდ ქართული ოცნება არამედ ტრამპი და მასკი საუბრობს, მაგრამ ქართულ ოპოზიციას ამის აღიარება ჯიუტად არ სურს! - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ბოლო პერიოდის მოვლენებით დასტურდება, რომ დასავლეთი განსაკუთრებული მონდომებით იბრძვის საქართველოსა და მისი ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელმაც ეროვნული ინტერესების დასავლურ ინტერესებზე მაღლა დააყენა.

ჩიხელიძე აღნიშნავს იმასაც, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში, რომელიც „დიფ სთიეთის“ ძალაუფლების შეზღუდვას გეგმავს, საქართველოს აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვის შესაძლებლობა ექნება.

„ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები ადასტურებს, რომ კოლექტიური დასავლეთი განსაკუთრებული მონდომებით ებრძვის საქართველოს და მის ხელისუფლებას, რომელმაც გაბედა და სახელმწიფო ინტერესები, დასავლეთის ინტერესებზე მაღლა დააყენა! „ქართული ოცნების“ პოლიტიკა, რომელიც სახელმწიფო ინტერესებს ემსახურება მიუღებელია დასავლეთისთვის, რადგან მათთვის ზოგადად სახელმწიფოებრიობის ცნება უცხო არის, მათი ბატონი ფული გახლავთ!

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წერილი რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს შეიცავდა, მათ შრის აუცილებლად უნდა ვახსენოთ ე.წ. დიფ სთეითი, რომლის შესახებ, არა მხოლოდ ქართული ოცნება არამედ ტრამპი და მასკი საუბრობს, მაგრამ ქართულ ოპოზიციას ამის აღიარება ჯიუტად არ სურს! ფაქტობრივად ყველა კარტი გახსნილია, დასავლეთი მუქარიდან მოქმედებაზე გადავიდა, დაიწყეთ ომი! წინააღმდეგ შემთხვევაში დაგსჯით! რადგან საქართველომ ომს მშვიდობა არჩია, კოლექტიურმა დასავლეთმა დასჯის ოპერაცია დაიწყო, რაც ცალკეულ პირთა სანქცირებაში აისახა.

სწორედ სანქცირების დაწესებით დაუშვა დასავლეთმა დიდი შეცდომა, მათ როგორც ჩანს არ იციან საქართველოს ისტორია, ჩვენი წარსული და ქართველი ხალხის შეუპოვარი ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის და სარწმუნოებისთვის, ჩვენ ის ერი ვართ, რომელსაც ცოტნე დადიანი, დემეტრე II, ასი ათასი მოწამე, თევდორე მღვდელი და ა.შ. გვყავს, რა მოსატანია სანქცია, როცა ქართველი საკუთარი სამშობლოსთვის სიცოცხლეს სიხარულით თმობდა!

ჩვენზე გამარჯვება რთული და შეუძლებელია (ისტორია ამას გვეუბნება) აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში, ყველა წინა პირობა არსებობს, რომ დიფ სთეითის ძალაუფლება მნიშვნელოვნად შეიზღუდოს, რაც თავის მხრივ საქართველოს აშშ-თან და ევროკავშირთან ურთიერთობის გადატვირთვის შესაძლებლობას მისცემს, პარალელურად აუცილებლად უნდა შევეხოთ, 2025 წელს ევროპის ქვეყნებში ჩასატარებელ არჩევნებს, რომელიც ევროპის პოლიტიკურ ლანდშაფტზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია.

ქართულმა ოცნებამ ქვეყნის წინაშე მდგარი არაერთი საფრთხე გააუვნებელყო, მსოფლიოში არსებული არაერთი საომარი კონფლიქტის მიუხედავად, შეძლო სახელმწიფო ინტერესების და მშვიდობის დაცვა, რაც მერწმუნეთ საკმაოდ რთული და კოლექტიური დასავლეთისთვის მიუღებელი პროცესი იყო!“, - წერს ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
არქივი