ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას გააიოლებს – ეს პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტია „ურჩი“ ქვეყნების წინააღმდეგ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 16 აპრილი 2025, 16:49
ევროკავშირი სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერებას გააიოლებს, რაც პირველ ყოვლისა პოლიტიკური შინაარსის მქონე გადაწყვეტილებაა და არა რეალობით განპირობებული - წერს ჩიხელიძე სოციალურ ქსელში. 

მისი თქმით, ევროკავშირს „ურჩი“  ქვეყნების წინააღმდეგ დამატებითი ბერკეტი ექნება. საფრთხის ქვეშ აყენებენ მილიონობით მოქალაქის კეთილდღეობას, რომელთაც მოგზაურობისთვის დამატებითი შეზღუდვები უწესდებათ. 

„ევროკავშირი სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერებას გააიოლებს, რაც პირველ ყოვლისა პოლიტიკური შინაარსის მქონე გადაწყვეტილებაა და არა რეალობით გამოწვეული, ვიზალიბერალიზაციის  გაუქმების  გაიოლება,  ევროკავშირის მიერ პოლიტიკურ ინსტრუმენტად იქნება გამოყენებული, ევროკავშირს "ურჩი" ქვეყნების წინააღმდეგ დამატებითი ბერკეტი ექნება. ურჩ ქვეყნებში რა თქმა უნდა ვგულისხმობ, ქვეყნებს,რომლებიც მკვეთრად გამოხატულ ეროვნულ პოლიტიკას ახორციელებენ. 
ევროკავშირი საკუთარი პოზიციით,  საფრთხის ქვეშ აყენებს, მილიონობით მოქალაქის კეთილდღეობას, რომელთაც მოგზაურობისთვის დამატებითი შეზღუდვები უწესდებათ. 

რთული გამოსაცნობი არ არის, რა  ამოძრავებთ ევრობიუროკრატებს, მათ ნახეს, რომ გარკვეულმა ქვეყნებმა, გაძლიერება და განვითარება დაიწყეს, მათ შორის საქართველომ, რაც რა თქმა უნდა ბრიუსელისთვის მიუღებელია, მათ მორჩილი მთავრობები სჭირდებათ, რომელიც  ევრობიუროკრატების ბრძანებებს  უსიტყვოდ და პროტესტის გარეშე შეასრულებს.“ - წერს ჩიხელიძე facebook -ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
არქივი