დავით ქართველიშვილი: საქართველოს ეძლევა უნიკალური შანსი განიმტკიცოს თავისი როლი, როგორც საკვანძო სატრანზიტო ტერიტორია. ამას ადასტურებს დიდი ბრიტანეთის გააქტიურებაც
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
340 05 ივლისი 2025, 20:23
პარტია „ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი ბრიტანეთის მხრიდან საქართველოს მიმართ დაინტერესებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„თბილისისთვის იქმნება შესაძლებლობა გადაიტანოს საგარეო ეკონომიკური პოლიტიკის აქცენტები დიდი ბრიტანეთისა და თურქეთისკენ, ამავდროულად კი შეინარჩუნოს ფრთხილი ბალანსი ევროკავშირთან ურთიერთობებში"- წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ ევროკავშირისგან განსხვავებით, დიდი ბრიტანეთის დაინტერესებას თან ახლავს რეალური ნაბიჯები და ინტერესი ფინანსური მონაწილეობის სახით.

„ჩვენი ვარაუდი სამხრეთ კავკასიაში ბრიტანეთის სპეცსამსახურების, კერძოდ და ზოგადად ლონდონის გააქტიურების თაობაზე, იძენს საკმაოდ პრაგმატულ კონტურებს. ეს ინტერესი ეხება „შუა დერეფნის“ პროექტს. ჩინეთსა და ევროპას შორის, რუსეთის გვერდის ავლით გამავალი ალტერნატიული მარშრუტის გარშემო მზარდი გეოეკონომიკური კონკურენციის პირობებში, საქართველოს ეძლევა უნიკალური შანსი განიმტკიცოს თავისი როლი, როგორც საკვანძო სატრანზიტო ტერიტორია. ამას ადასტურებს დიდი ბრიტანეთის გააქტიურებაც. ლონდონმა დაიწყო მოლაპარაკებები პროექტში ჩართვის თაობაზე და გამოთქვა მზაობა, ჩადოს ინვესტიციები ამ პროექტის ინფრასტრუქტურაში.

2025 წლის 2 ივლისს ლონდონში გამართულ კონფერენციაზე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის სავაჭრო წარმომადგენელმა აზერბაიჯანსა და ცენტრალურ აზიაში - ლორდმა ჯონ ალდერდაისმა (John Alderdice), მკაფიოდ აღნიშნა დერეფნის სტრატეგიული მნიშვნელობა და განაცხადა, რომ UK Export Finance (UKEF) განიხილავს საქართველოს პორტებისა და რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტებს. ეს არის კონკრეტული სიგნალი ლონდონის ფინანსური და პოლიტიკური დაინტერესების შესახებ საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის მიმართ.

ევროკავშირისგან განსხვავებით, დიდი ბრიტანეთის აქტიურობას თან ახლავს რეალური ნაბიჯები და პრაქტიკული ინტერესი რეგიონში ფინანსური მონაწილეობის სახით მაშინ, როდესაც ბრიუსელმა ჯერ დააანონსა 12 მილიარდი ევროს გამოყოფის თაობაზე, შემდგომ კი ეს დანაპირები გააჩერა და ამჟამად თბილისთან კონტრპროდუქტიული პოლიტიკური კინკლაობით არის დაკავებული. ამ ფონზე, თბილისსა და ბრიუსელს შორის დაძაბულობა იმის გათვალისწინებითაც იზრდება, რომ ევროკავშირი ხელს უწყობს მარშრუტებს თურქეთის გვერდის ავლით, ხოლო ანკარა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია.

ამრიგად, ლორდ ალდერდაისის ფიგურა და ბრიტანეთის საექსპორტო სააგენტოს პოზიცია ადასტურებს დიდ ბრიტანეთის მზარდ ინტერესს საქართველოს ინფრასტრუქტურული და ლოგისტიკური როლის მიმართ. ეს ქმნის შესაძლებლობას თბილისისათვის, გადაიტანოს საგარეო ეკონომიკური პოლიტიკის აქცენტები დიდი ბრიტანეთისა და თურქეთისკენ, ამავდროულად კი შეინარჩუნოს ფრთხილი ბალანსი ევროკავშირთან ურთიერთობებში, თუ ეს უკანასკნელი თავად არ ააფეთქებს ოფიციალურ თბილისთან დამაკავშირებელ უკანასკნელ ხიდებს,"- წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
არქივი