დავით ქართველიშვილი: ვაშინგტონი აღარ მალავს - რუსეთ-უკრაინის ომში მისი მიზანია მოლაპარაკება, კიევისთვის კი აშშ-ის მხარდაჭერას თან ახლავს ტერიტორიულ დათმობების აუცილებლობის მოთხოვნა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
376 20 ოქტომბერი 2025, 12:03

ამასობაში, ბუდაპეშტის სამიტის წინ, აშშ-ს პრეზიდენტისა და უკრაინის ლიდერის შეხვედრა თეთრ სახლში გამორჩეულად მკაცრ ტონში წარიმართა. დასავლური სააგენტოების ცნობით, დიალოგი შორს იყო დიპლომატიური თავაზიანობისგან - მხარეებმა ერთმანეთს მყარი შენიშვნები გაუცვალეს, ხოლო მოლაპარაკებები კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი წერს.

მისი თქმით, ვაშინგტონი აღარ მალავს - რუსეთ-უკრაინის ომში მისი მიზანია მოლაპარაკება, კიევისთვის კი აშშ-ის მხარდაჭერას თან ახლავს ტერიტორიულ დათმობების აუცილებლობის მოთხოვნა.

„შეხვედრის მთავარი თემა იყო უკრაინისთვის ამერიკული შეიარაღების, მათ შორის, შორი დისტანციური Tomahawk-ის ტიპის რაკეტებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების შესაძლო გადაცემის საკითხი. თუმცა ტრამპმა მხარდაჭერის დაპირების ნაცვლად ხაზგასმით აღნიშნა: „გაჩერდით იქ, სადაც ხართ“, რაც ბევრი დამკვირვებლის აზრით, მიუთითებს ფრონტის გაყინვის, ან საბრძოლო მოქმედებების შეჩერების შეთავაზებაზე.

Reuters-ისა და AP News-ის ინფორმაციით, ტრამპმა პირდაპირ თქვა, რომ უკრაინამ უნდა განიხილოს ტერიტორიული დათმობების შესაძლებლობა მშვიდობის მიღწევის სანაცვლოდ. საუბარი შესაძლოა შეეხებოდა იმ რეგიონებს, რომლებიც ამჟამად რუსეთის კონტროლს ექვემდებარება, ან სადავო ზონად ითვლება.

ზელენსკიმ, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა ტერიტორიული მთლიანობის ურღვეობას და უარყო დათმობების შესაძლებლობა. შეხვედრის დროს, წყაროთა ცნობით, ტრამპმა იგი დაადანაშაულა „მილიონობით სიცოცხლით თამაშში“ და „მშვიდობისადმი მოუმზადებლობაში“, რაც უკრაინულ დელეგაციაში აშკარა დაძაბულობას იწვევდა.

რამდენიმე წყარომ (რომლებმაც ანონიმურობა შეინარჩუნეს), დაადასტურა, რომ დიალოგი მაღალი ტონით წარიმართა. ტრამპი მკვეთრად, ზოგჯერ შეუვალი ტონით საუბრობდა, მოითხოვდა კიევისგან „მშვიდობისკენ გადადგმულ რეალურ ნაბიჯებს“. უკრაინული დელეგაცია ელოდა უფრო კონკრეტულ გადაწყვეტილებებს შეიარაღების მიწოდებაზე, თუმცა Tomahawk-ების, ან სხვა ახალი პაკეტის საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილი არ ყოფილა.
მოსალოდნელი იყო, რომ ევროპელი პარტნიორები შეშფოთებას გამოხატავენ იმის გამო, რომ ვაშინგტონის ახალი მიდგომა შესაძლოა უკრაინის პოზიციას დააზიანოს მომავალ მოლაპარაკებებში მოსკოვთან. ანალიტიკოსთა შეფასებით, ტრამპის ადმინისტრაცია მკაფიოდ მიანიშნებს პოლიტიკის ცვლილებაზე - სამხედრო მხარდაჭერიდან „დიპლომატიურ გარიგებებზე“ გადასვლით.

აშშ ამჟამად დაუფარავ მიზნად ისახავს მშვიდობას, რის ფასადაც მოითხოვს უკრაინისგან კომპრომისისთვის მზადყოფნას. შესაძლოა ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრამ კონკრეტული შედეგები არ გამოიღო, თუმცა გახდა გარდამტეხი მომენტი ამერიკულ-უკრაინულ ურთიერთობებში. ვაშინგტონი აღარ მალავს - მისი მიზანია არა ხანგრძლივი ომი, არამედ მოლაპარაკება ნებისმიერ ფასად. კიევისთვის კი ეს ახალი ეპოქის დასაწყისია - როცა მთავარი მოკავშირის მხარდაჭერას თან ახლავს ტერიტორიულ დათმობებზე აუცილებლობის მკაცრი მოთხოვნა“, - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
არქივი