თამარ ჩიბურდანიძე: არჩევნებამდე ჯერ ადრეა და ასე თუ გაგრძელდა, დარჩენილ ოპოზიციას სანთლით საძებნელი ეყოლება საკუთარი ამომრჩეველი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 15 თებერვალი 2026, 12:20

პარტია „ხალხის ძალის“ წვერი, თამარ ჩიბურდანიძე, სოციალურ ქსელში ეხმაურება განათლების რეფორმის შესახებ „იმედის“ ეთერში გამართულ დებატებს და წერს, რომ ოპოზიციურად განწყობილმა პროფესორ-ექსპერტებმა რეფორმების საწინააღმდეგოდ ვერც ერთი არგუმენტი ვერ მოიყვანეს.

„ვერც ერთი შენიშვნა, ვერც ერთი კრიტიკული მოსაზრება ვერ დაასაბუთეს, ამ რეფორმის მხოლოდ პოლიტიკური შეფასება გააკეთეს. გუშინდელმა დებატმა დაასაბუთა, თუ რამდენად საჭიროა განათლების რეფორმა საქართველოში“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

მან ხაზი გაუსვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ოპონენტებმა გააგრძელეს ამგვარად საკუთარი თავის „გაშიშვლება“, აღარ დარჩებათ ამომრჩეველი.

“ვინც გუშინ ტელეიმედზე განათლების რეფორმის შესახებ დებატებს უყურა, ალბათ ყველას გაუჩნდა ერთი კითხვა - რისთვის მიდიოდნენ სტუდიაში? თუკი მათი მიზანი მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები იყო, არ გამოუვიდათ, რადგან მიუხედავად გარკვეული თავხედობისა, პრემიერმა და განათლების მინისტრმა არ მისცეს გასაქანი, მათი ჩვეული უზრდელობით რომ ესაუბრათ. რაც შეეხება განათლების საკითხს, ასეთი “მომზადებულები” რომ მართავდნენ სახელმწიფოს სააკაშვილის პერიოდში, იმიტომ გაგვინადგურეს ყველა სფერო და განსაკუთრებით - განათლება. დღეს იმ სისტემის ანტისახელმწიფოებრივი განათლების მესვეურები ახალ რეფორმას გვიწუნებენ, ოღონდ არ იციან, რატომ. ვერც ერთი შენიშვნა, ვერც ერთი კრიტიკული მოსაზრება ვერ დაასაბუთეს, ამ რეფორმის მხოლოდ პოლიტიკური შეფასება გააკეთეს. სწორედ ეს იყო საგანგაშო. ამაზე მეტი გამჭვირვალობა არ არსებობს.

გუშინდელმა დებატმა დაასაბუთა, თუ რამდენად საჭიროა განათლების რეფორმა საქართველოში. იმედია, ახლა მაინც მიხვდნენ ოპონენტები, თუ რატომ შემოიტანა საჯარო დებატების ინიციატივა პრემიერმა. კიდევ ბევრ თემაზე გაშიშვლდებიან “მოაზროვნე” პროფესორ-პოლიტიკოსები. არჩევნებამდე ჯერ ადრეა და ასე თუ გაგრძელდა, ამ დარჩენილ ოპოზიციას სანთლით საძებნი ეყოლება საკუთარი ამომრჩეველი” - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
არქივი