ქართველიშვილი: ბრიუსელს არ აქვს ფუფუნება, დისტანცირდეს საქართველოსგან. მიზეზი უკიდურესად პრაგმატულია - ალტერნატიული მარშრუტები უფრო ძვირია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
221 18 აპრილი 2026, 12:29
„საქართველო სწრაფად ტოვებს პოსტსაბჭოთა სივრცისთვის დამახასიათებელ პერიფერიული დამკვირვებლის როლს და გარდაიქმნება გეოეკონომიკის ფუნქციურ კვანძად, სადაც მსხვილი მოთამაშეების ინტერესები კი არ იკვეთება მხოლოდ, არამედ კონკრეტულ ნაკადებში (ენერგეტიკულ, სატრანსპორტო და ფინანსურ) რეალიზდება,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. 

მისი თქმით, მიუხედავად იმისა თუ დღეს რა დამოკიდებულებას ავლენს  ევროკავშირი საქართველოს მიმართ, ბრიუსელს არ აქვს ფუფუნება, დისტანცირდეს საქართველოსგან. 

„საქართველო სწრაფად ტოვებს პოსტსაბჭოთა სივრცისთვის დამახასიათებელ პერიფერიული დამკვირვებლის როლს და გარდაიქმნება გეოეკონომიკის ფუნქციურ კვანძად, სადაც მსხვილი მოთამაშეების ინტერესები კი არ იკვეთება მხოლოდ, არამედ კონკრეტულ ნაკადებში (ენერგეტიკულ, სატრანსპორტო და ფინანსურ) რეალიზდება. ეს აღარ არის „ბანაკებს შორის არჩევანის“ ისტორია, არამედ ჩართვა ისეთ არქიტექტურაში, სადაც ფასობს არა ლოიალობის დეკლარაცია, არამედ ტრანზიტის უზრუნველყოფის, მარშრუტების მდგრადობისა და ინფრასტრუქტურის პროგნოზირებადობის უნარი. 
სწორედ ამ პრაქტიკულ სიბრტყეში იწყებს თბილისი რეალური წონის დაგროვებას. ამ ფონზე, მიუხედავად არსებული წინააღმდეგობებისა ევროკავᲨირთან, აშკარა ხდება: ბრიუსელს არ აქვს ფუფუნება, დისტანცირდეს საქართველოსგან. მიზეზი უკიდურესად პრაგმატულია - ალტერნატიული მარშრუტები უფრო ძვირია, მოწყვლადი, ან პოლიტიკურად ტოქსიკური. შესაბამისად, ყალიბდება ურთიერთობების ახალი ფორმულა: ნაკლები იდეოლოგიური ზეწოლა და მეტი ცივი ანგარიში. ეს არ არის ღირებულებათა კავშირი, ეს არის აუცილებლობის კავშირი, სადაც საქართველო თავის ფორმალურ სტატუსზე გაცილებით დიდ როლს თამაშობს.

ეხლა კი Შევეხოთ რუსეთის აᲨკარა გაღიზიანებას სწორედ რომ საქართველოს მსგავსი პოზიციონირების გამო: რუსეთი სუსტ მოთამაშეებს, რომელთაც ხელში არ აქვთ კოზირები, აიგნორებს და ზიზღით უყურებს. ამჟამად კი საქართველო რუსეთის თვალწინ გარდაიქმნება საერთაშორისო გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური თამაშის სუბიექტად, რაც მათ Შორის ურთიერთქმედების ლოგიკას რადიკალურად ცვლის. ასეთ კონფიგურაციაში ვაჭრობა ქვეყნებს Შორის უკვე შესაძლებელია - არა ცალმხრივი ზეწოლის ფორმატში, არამედ გაცვლის რეჟიმში. ჩნდება სივრცე, სადაც თბილისს აქვს უფლება, გამოითხოვოს კონკრეტული, პრაგმატული ბენეფიტები. მათ შორის მოსკოვთან ურთიერთობებშიც, საკუთარი მზარდი ფუნქციური მნიშვნელობის საფუძველზე,

საბოლოო ჯამში ყალიბდება ახალი რეალობა: საქართველო აღარ არის უბრალოდ ტერიტორია, რომლის გავლითაც პროცესები მიმდინარეობს, ის გარდაიქმნება მექანიზმად, რომელიც ამ პროცესებს ორგანიზებას უწევს. ამ სისტემაში იმარჯვებს არა ის, ვინც აკონტროლებს ნაკადებს და გავლენას ახდენს მათ კონფიგურაციაზე. და როგორც კი გაიზრდება ქვეყნის ჩართულობა, ტრანზიტიდან ფინანსურ გარიგებებსა და საჰაერო კორიდორებამდე - საქართველო სულ უფრო და უფრო მყარად დაიმკვიდრებს თავს იმ მოთამაშეთა შორის, რომლებთანაც უკვე არა უბრალოდ საუბრობენ, არამედ რეალურად გარიგდებიან,“ - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
დავით ჩიხელიძე: პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს - საქართველოს ოკუპაციაზე დუმდნენ, უკრაინის ომის შემდეგ კი რუსოფობია მთავარ პოლიტიკურ იარაღად აქციეს
არქივი