დავით ქართველიშვილი: "ხალხის ძალის" მიერ ამ მცირე პერიოდის განმავლობაში მიღწეულ მაქსიმალურ შედეგზე საუბარი დღეს ჩვენი მხრიდან უხერხული იქნებოდა. ამიტომ უბრალოდ დიდი მადლიერების გრძნობის გამოხატვით შემოვიფარგლები თქვენს მიმართ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 04 ოქტომბერი 2023, 10:37
"ხალხის ძალის" წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ დღეს ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივ მოძრაობას ახალი წევრები შეემატნენ. ქართველიშვილი მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის საზოგადოებას და "ხალხის ძალის" სადეპუტატო გუნდს. 

 "დღეს 1 წელი შეგვისრულდა "ხალხის ძალის" ახალ წევრებს, ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების დღიდან. თუ რით ვიყავით დაკავებულები ამ 365 დღის განმავლობაში, საჭირო იყო თუ არა ის ათასობით პუბლიკაცია, ტელეგამოსვლა, კომენტარი, საზოგადოების სწორი, დროული და წინმსწრები ინფორმირების მიზნით, თავად განსაჯეთ. გახდა თუ არა თქვენი ყოველდღიური ინფორმირებულობა უფრო ყოვლისმომცველი და ნაყოფიერი, თქვენი გადასაწყვეტია. ამ ერთ წელიწადში არც ერთ ჩვენგანს ხვდა წილად არანაირი პირადი კარიერული წინსვლა თუ სხვა ტიპის პრეფერენციები, ხოლო პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან გინების, ლანძღვის, მუქარის დონემ ყველანაირი ადამიანური "წითელი ხაზები" გადალახა. ზოგიერთის ცხოვრებას ამ წელიწადში პირადი ტრაგედია დაემატა, ზოგიერთს მძიმე განსაცდელი ეწვია, მაგრამ ყველაფერი გადაილახა და არსად არ დაგვიხევია უკან, და არც რომელიმე დაბრკოლებამ, თუ ავტორიტეტების დონემ შეგვაშინა. პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს საზოგადოებას მხარდაჭერისთვის. რომ არა თქვენი "ზურგის" ფაქტორი იმის ყოველდღიურ შეგრძნებაში, რომ სწორი და საჭირო საქმით ვართ დაკავებული, საზოგადო და პირადი განსაცდელების გადალახვა გაგვიჭირდებოდა. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს სადეპუტატო წარმომადგენლობას - რომ არა თქვენი სიმტკიცე "ფრონტის წინა ხაზზე", ჩვენს დამხმარე ფუნქციასაც საერთო საქმის კეთებაში ნაკლები მოტივაცია და ეფექტურობა ექნებოდა. "ხალხის ძალის" მიერ ამ მცირე პერიოდის განმავლობაში მიღწეულ მაქსიმალურ შედეგზე საუბარი დღეს ჩვენი მხრიდან უხერხული იქნებოდა. ამიტომ უბრალოდ დიდი მადლიერების გრძნობის გამოხატვით შემოვიფარგლები თქვენს მიმართ. გვფარავდეს უფალი! ყველაფერი კარგად იქნება!" - წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი