ლევან ნიკოლეიშვილი: რუსეთზე რომ სანქციების დაწესებამ ბრძოლის სურათი არ შეცვალა ფაქტია, მით უფრო თუ დასავლეთი პარალელურ რეჟიმში მასთან გარკვეულ სამარცხვინო სავაჭრო ურთიერთობებშია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 28 თებერვალი 2024, 16:35

მიუხედავად იმისა, ვინ რა ციფრს დაასახელებს და საინფორმაციო ომს რა დონეზე გაშლის, თუ უკრაინა დროულად ვერ მიიღებს დახმარებას რუსეთი შეძლებს კიდევ უფრო წინ წაიწიოს, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ფაქტია, რომ რუსეთზე სანქციების დაწესებამ ბრძოლის სურათი არ შეცვალა.

„რუსეთ-უკრაინის ფრონტზე მძიმე მდგომარეობაა, ამას მე კი არ ვამბობ არამედ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბი-„უკრაინაში ბრძოლის ველზე შექმნილი მდგომარეობა ძალიან მძიმეა.“ მას ამ შეფასებაში არც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი ჩამორჩება - „უკრაინაში ბრძოლის ველზე სიტუაცია უკიდურესად მძიმეა. უკრაინის ჯარებს არ გააჩნიათ საკმარისი საბრძოლო მასალა, რომელიც საჭიროა რუსული აგრესიის მოსაგერიებლად.“ თუმცა უკრაინული მედია, რომელსაც არაფრით ჩამოუვარდება ქართული მედია საშუალებები, აცხადებს, რომ უკრაინამ მასზე დამიზნებული ყველა დრონი მოიგერია, გაანადგურაო. ზელენსკიმ საერთოდ მხოლოდ 35 000 ჯარისკაცი დავკარგეთო, რუსებს კი სადღაც 250/350 000 მდე სამხედრო ჰყოლიათ დაღუპული.
ახლა კი რეალურად შევხედოთ სურათს, ომი გრძელდება, მსხვერპლი კიდევ გაიზრდება მიუხედავად იმისა, ვინ რა ციფრს დაასახელებს და საინფორმაციო ომს რა დონეზე გაშლის, თუ უკრაინა დროულად ვერ მიიღებს დახმარებას, რუსეთი შეძლებს კიდევ უფრო წინ წაიწიოს. რუსეთზე რომ სანქციების დაწესებამ ბრძოლის სურათი არ შეცვალა ფაქტია, მით უფრო თუ დასავლეთი პარალელურ რეჟიმში მასთან გარკვეულ სამარცხვინო სავაჭრო ურთიერთობებშია. რაც უფრო წინ წავა რუსეთის არმია, მით უფრო მეტი უპირატესობა ექნება შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად დადგება. შედეგი რა იქნება და ამაზე პასუხისმგებლობას ვინ აიღებს, მართლაც საინტერესოა, გამარჯვებულის და დამარცხებულის სახელს კი ვინ მიიკერებს, ეს უკვე მეორეხარისხოვანია“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი