გია აბაშიძე: საქართველოში, რომელსაც უნამუსოდ ადანაშაულებენ დემოკრატიის უკუქცევაში, სამოქალაქო თავისუფლების კუთხით საგრძნობი პროგრესია - გამოდის, რომ საერთაშორისო რეიტინგები ან "ჩაწყობილია" ან "გლობალური ომის პარტია" მწარედ იტყუება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 17 ივლისი 2024, 12:16
საქართველოში, რომელსაც უნამუსოდ ადანაშაულებენ დემოკრატიის უკუქცევაში, სამოქალაქო თავისუფლების კუთხით საგრძნობი პროგრესია, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაციის „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, სამოქალაქო თავისუფლების 11-წლიანი პროგრესით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა.
ანალიტიკოსის თქმით, ზემოთ ხსენებული შედეგით გამოდის, რომ საერთაშორისო რეიტინგები ან "ჩაწყობილია" ან "გლობალური ომის პარტია" მწარედ იტყუება. მანვე აღნიშნა, რომ უფრო მეორე ვარიანტია რეალობა და არაერთი საერთაშორისო შეფასებით, საქართველო საკმაოდ წინ არის წასული.
„საქართველოში, რომელსაც უნამუსოდ ადანაშაულებენ დემოკრატიის უკუქცევაში, სამოქალაქო თავისუფლების კუთხით საგრძნობი პროგრესია. გამოდის, რომ საერთაშორისო რეიტინგები ან "ჩაწყობილია" ან "გლობალური ომის პარტია" მწარედ იტყუება. უფრო მეორე ვარიანტია რეალობა. თანაც, არაერთი საერთაშორისო შეფასებით, ჩვენი ქვეყანა საკმაოდ წინ არის წასული. გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ მიერ გამოქვეყნებული სამოქალაქო თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველომ შეფასების 100%-ანი სისტემით 86,9%-ი მიიღო და 2012 წლის შემდეგ შეფასების 11- წლიანი გაუმჯობესებით მსოფლიოში მეცხრე, ევრაზიის კონტინენტზე მესამე, ევროპაში კი პირველ ადგილი ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ 2012 წელს საქართველო სამოქალაქო თავისუფლების დაუცველობით ევროპის ყველაზე არაკეთილსაიმედო ქვეყნების სამეულში იყო რუსეთთან და ბელარუსთან ერთად. ჩვენს ქვეყანას მაშინ მსოფლიოში 97-ე პოზიცია ეკავა, 2012 წლის შემდეგ კი საქართველო მსოფლიო რეიტინგში 41 (!) ადგილით დაწინაურდა. 2023 წლის შედეგებით, საქართველო სამოქალაქო თავისუფლების რეიტინგში უსწრებს ნატოს და ევროკავშირის წევრ არაერთ სახელმწიფოს და განვითარებულ ქვეყანას, კერძოდ: პოლონეთს, უნგრეთს, ისრაელს, სინგაპურს, თურქეთს და ყველა მეზობელ ქვეყანას. „დემოკრატიის მრავალფეროვნება“ (V-Dem) არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტი უშუალოდ დემოკრატიაზე. მისი სათავო ოფისი დაფუძნებულია V-Dem ინსტიტუტში, შვედეთში, გოტენბურგის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების დეპარტამენტში. პროექტს უძღვება 5 მთავარი გამომძიებელი, 19 პროექტის მენეჯერი, 33 რეგიონული მენეჯერი, 134-ზე მეტი კოორდინატორი და 4000-მდე ექსპერტი მსოფლიოს მასშტაბით. ორგანიზაცია ერთ-ერთია იმ კვლევით პროექტებს შორის, რასაც მსოფლიოს ბანკის “გლობალური მმართველობის ინდიკატორები” და ატლანტიკური საბჭოს „თავისუფლების ინდექსი“ ეფუძნება“, - წერს გია აბაშიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი