დავით ქართველიშვილი: სააკაშვილის რეჟიმის პიარ-კამპანიაში კარლ ბილდტის პიარ-კომპანიის ანგარიშზე საქართველოდან 18 მილიონი დოლარის ოდენობის თანხა გადაირიცხა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 04 სექტემბერი 2024, 10:48

პარტია „ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი შვედი პოლიტიკოსის და დიპლომატის, კარლ ბილდტის ცოლის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ანალიტიკოსი კარლ ბილდტის ბიოგრაფიას იხსენებს და აღნიშნავს, რომ სამშობლოში მას „პოლიტიკურ კორუფციონერს“ უწოდებენ.

ანალიტიკოსის განმარტებით, მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ბილდტს სააკაშვილის რეჟიმის დროს, საქართველოს ბიუჯეტიდან საკუთარი პიარ-კომპანიის ანგარიშზე 18 მილიონი დოლარის ოდენობის , სულ მცირე 14 გადარიცხვა აქვს განხორციელებული, ამ დოკუმენტს კი მიხეილ სააკაშვილმა გრიფი "საიდუმლო" დაადო.

„საქართველოში ამ ავადხსენებულ და ბინძურ ყოფილ პოლიტიკოსს ძალზე კარგად იცნობენ - კარლ ბილდტი, შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი. აი, რას ვიგებთ მასზე მის სამშობლოში არაერთი ჟურნალისტური გამოძიების მასალებიდან: მულტიმილიონერი იგი გახდა 2003 წელს, იარაღის მწარმოებელი ამერიკული კომპანია "ლოკჰიდ მარტინთან" თანამშრომლობის პერიოდში - როდესაც ერაყში მიმდინარე ომის დროს უზარმაზარი შეკვეთები იქნა შესრულებული. შემდეგ, მის გამდიდრებას ხელი შეუწყო სუდანში მიმდინარე სამოქალაქო ომმა, როდესაც ცეცხლში გახვეულ ამ აფრიკულ სახელმწიფოში, კარლ ბილდტი კომპანია "ლუდინ ოილ"-თან ერთად ნავთობის საბადოებზე აკეთებდა ფულს.

ბიზნესში მოღვაწეობამდე, 90-იან წლებში ის აქტიურად მონაწილეობდა ბალტიისპირეთის ქვეყნებში მიმდინარე პროცესებში, შემდეგ - ევროკავშირის სპეცწარმომადგენლის რანგში, იუგოსლავიის დაშლასა და სერბეთიდან კოსოვოს გამოყოფას უწყობდა ხელს. საგარეო უწყების მინისტრის პორტფელამდე, მან მოასწრო პიარ-კომპანია "Kreab"-ის შექმნა, რომელთანაც კონტაქტები არც გამინისტრების შემდეგ შეუწყვეტია, რის გამოც სამშობლოში მას "პოლიტიკური კორუფციონერი" და "ტეფლონის კარლი" უწოდეს - იმ შედარების ნიშნად, რომ იგი ყველა ბრალდებას ისევე ადვილად იცილებს, როგორც ტეფლონის ტაფა ცხიმს.

პირველი სერიოზული ბრალდება პოლიტიკურ კორუფციაში მას დასდო საქართველოში შვედეთის ყოფილმა ელჩმა ჰანს გუნარ ადელმა, რის გამოც კარლ ბილდტმა ის მალევე გამოიწვია თბილისიდან. უამრავი მტკიცებულებით დადგინდა, რომ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის პიარ-კამპანიაში უკვე მოქმედი მინისტრის რანგში, შვედმა დიპლომატმა საქართველოდან მის პიარ-კომპანიის ანგარიშზე სულ მცირე 14 გადარიცხვა განხორციელდა 18 მილიონი დოლარის ოდენობის. მიუხედავად იმისა, რომ ზურაბ ნოღაიდელის მიერ ხელმოწერილ ამ დოკუმენტაციას, სააკაშვილმა გრიფი "საიდუმლო" დაადო - ამ

ფაქტს თავის დროზე ადასტურებდა ნინო ბურჯანაძე და ბევრი სხვა იმდროინდელი ჩინოვნიკი. ღმერთმა დაგვიფაროს, თქვენი მიმართულებით მივდიოდეთ!"-წერს სოციალურ ქსელში დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
არქივი