დავით ქართველიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ „გამჭვირვალობის კანონის“ სტრასბურგში გასაჩივრებაზე: რა თქმა უნდა, იცრუეს. დიდი ალბათობით, არც გაიგზავნება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 09 ნოემბერი 2024, 12:41

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი „პრაიმ ტაიმის“ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომ სტრასბურგის სასამართლოში ე.წ. მდიდარი ენჯეოების საჩივარი, „გამჭვირვალობის კანონის“ გასაჩივრებასთან დაკავშირებით, ამ დრომდე არ გაგზავნილა.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, დიდი ალბათობით მათი საჩივარი არც გაიგზავნება.

„რა თქმა უნდა იცრუეს. დიდი ალბათობით, არც გაიგზავნება. გუშინწინ არაჩვეულებრივ ახალგაზრდასთან მქონდა ხანგრძლივი საუბარი. მიცნობს, იცოდა ვინც ვიყავი. მეო, "რუსული კანონის" ერთ-ერთი მოწინააღმდეგე ვარო. მე კი "გამჭვირვალობის კანონის" ერთ-ერთი ინიციატორი ვარ მეთქი.

კონკრეტულად, რაშია მისი "რუსობა" - ვიკითხე. იმაშიო, რომ ახლა თუნდაც უწყინარი იყოს, მომავალში შეიძლება ისეთი ჩანამატებით "დამძიმდეს", როგორც ეს რუსეთში მოხდაო. და ჩვენს "რუსულ" სისხლის სამართლის კოდექსზე რას ფიქრობ მეთქი - ხომ არ გავაუქმოთ? და რატომ არისო ის "რუსულიო". იმიტომ, რომ თავისი მუხლების 95%-ით რუსეთის სსკ-ს იდენტურია. თანაც რუსეთი პერიოდულად "ამძიმებს" მას სასჯელის გამკაცრების კუთხით და ჩვენთვისაც საამისოდ "მიმზიდველ" მაგალითს ხომ არ წარმოადგენს მეთქი...

დაუფიქრდა. სად ვმუშაობო, იცით - უცებ იკითხა. არა მეთქი. მან ერთ-ერთი ოპოზიციური ტელევიზია დამისახელა (არ მინდა დაკონკრეტება მისი "ამოცნობის" თავიდან აცილების გამო). იცითო - ასე მარტივად ჯერ არავის აუხსნია ჩემთვისო ჩვენი ამ საპროტესტო მოძრაობის მთელი "აბსურდულობა". კანონის მიღებიდან რამდენიმე თვე გავიდა, რომელიმე "ენ-ჯე-ო" ან ქვეყანა დაიღუპა, რამე ხომ არ გსმენია მეთქი ამაზე? არაო - სერიოზულად ჩაფიქრებულმა მიპასუხა და შემდგომი საუბრის დროს, იმდენ ფეიკ-აღქმას ავხადეთ ფარდა, შეხვედრით ორივე კმაყოფილები დავრჩით.

უნდა ვესაუბროთ ერთმანეთს. რაც შეიძლება მეტი. მათი მხრიდან ინფორმაციის გააზრება-გაანალიზების "პორტალი" ნაწილობრივ უკვე გახსნილია. ამიტომაც, არანაირი სარჩელი სტრასბურგში არ გაიგზავნება. დიდი ალბათობით - არა.“-წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
არქივი