ზურაბ ქადაგიძე: ქართველმა ხალხმა უმრავლესობით აირჩია „ქართული ოცნება“. შესაბამისად, სახალხო ლეგიტიმაცია მისცა მმართველ პოლიტიკურ ძალას და კონსტიტუციურად პარლამენტის პირველ სხდომაზე გაფორმდება მოქალაქეთა უმრავლესობის ნება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 13 ნოემბერი 2024, 12:43

ქართველმა ხალხმა, უმრავლესობით აირჩია „ქართული ოცნება“. შესაბამისად, სახალხო ლეგიტიმაცია მისცა მმართველ პოლიტიკურ ძალას და კონსტიტუციურად პარლამენტის პირველ სხდომაზე გაფორმდება მოქალაქეთა უმრავლესობის ნება, ხოლო უმცირესობის ნების გამოხატვა, უმეცარი ოპოზიციის ხელშია - შეხვალთ და საკუთარ ამომრჩეველს წარმოადგენთ პარლამენტში და არ შესვლით, საკუთარი მხარდამჭერების ნების უგულებელყოფა მოგიწევთ, რაც სრულ მარგინალიზაციამდე მიგიყვანთ, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე.

მისივე თქმით, ოპოზიციას ვერანაირი გავლენა, პოლიტიკურ პროცესზე ვერ ექნება და საქართველოში უმცირესობების გავლენა, უმრავლესობაზე წარსულს ჩაბარდა.

„ახალი მოიფიქრეს უსამშობლოებმა - ოპოზიცია არჩევნების ლეგიტიმაციას არ აღიარებსო.

ქართველმა ხალხმა, უმრავლესობით აირჩია „ქართული ოცნება“.

შესაბამისად, სახალხო ლეგიტიმაცია მისცა მმართველ პოლიტიკურ ძალას და კონსტიტუციურად პარლამენტის პირველ სხდომაზე გაფორმდება მოქალაქეთა უმრავლესობის ნება, ხოლო უმცირესობის ნების გამოხატვა, უმეცარი ოპოზიციის ხელშია - შეხვალთ და საკუთარ ამომრჩეველს წარმოადგენთ პარლამენტში და არ შესვლით, საკუთარი მხარდამჭერების ნების უგულებელყოფა მოგიწევთ, რაც სრულ მარგინალიზაციამდე მიგიყვანთ.

ასე რომ - ვერანაირი გავლენა, პოლიტიკურ პროცესზე თქვენ, ვერ გექნებათ. გინდ აღიარეთ და გინდ არა.

საქართველოში უმცირესობების გავლენა, უმრავლესობაზე წარსულს ჩაბარდა.

ვის რაში ადარდებს, გვარამიას, ვაშაძის, ხაზარაძის და გახარიას ვნებები, აღქმა-განწყობები?

არ შეხვალთ პარლამენტში და ძალიან კარგი, საკუთარ თავს ღირსეულ ადგილს მიუჩენთ პოლიტიკურ ნაგავსაყრელზე“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
არქივი