გია აბაშიძე: სალომე ზურაბიშვილი გააფთრებით, თუმცა ფუჭად ებრძვის ჩვენს სამართალდამცველებს და მათ ნარკომოხმარებაში ადანაშაულებს, იშვიათია ასეთი ნაძირალა პოლიტიკაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 03 დეკემბერი 2024, 11:37

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სალომე ზურაბიშვილის ერთ-ერთ ინტერვიუს ეხმიანება, სადაც ის ქართველ სამართალდამცველებზე საუბრობს და აცხადებს, რომ პოლიციელები ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან.

ანალიტიკოსის თქმით, სალომე ზურაბიშვილი გააფთრებით, თუმცა ფუჭად ებრძვის ჩვენს სამართალდამცველებს.

„ადამიანობადაკარგული სალომე ზურაბიშვილი გააფთრებით, თუმცა ფუჭად ებრძვის ჩვენს სამართალდამცველებს და მათ ნარკომოხმარებაში ადანაშაულებს, იშვიათია ასეთი ნაძირალა პოლიტიკაში. ერთ-ერთ დასავლურ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში იქედნე ზურაბიშვილმა უტიფრად განაცხადა: "დღეს ჩვენ მოწმე ვართ რუსული რეპრესიების, რომელიც ტარდება სპეცდანიშნულების ძალების გამოყენებით და რომლებიც აშკარად ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან. ამაზე მეტყველებს მათი ბრუტალურობა... მათ ურიგებენ ამფეტამინებს თუ არ ვიცი რაიმე სხვა ნივთიერებებს, რაც განაპირობებს გამძლეობას, იმიტომ, რომ უკვე მეხუთე ღამეა ეს გრძელდება". შემთხვევით, მისი ნამდვილი სამშობლოს, საფრანგეთის ბრუტალური პოლიცია ხომ არ იგულისხმა პროტესტის გამომხატველებზე რომ ნადირობენ?ანტიქართველი სალომე ზურაბიშვილი თუ გაჯიუტდა და ვადის ამოწურვის შემდეგ არ გამოვიდა ორბელიანების სასახლიდან, ფსიქიატრების ჯგუფები დასჭირდება რომ დაატოვებინონ იქაურობა ამ სულიერად უმახინჯეს არსებას“ - წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
არქივი