დავით ჩიხელიძე: ოპოზიციის ლიდერების განეიტრალებით აქციაზე სიმშვიდემ დაისადგურა, დადასტურდა, რომ გასული დღეების განმავლობაში ძალადობის ესკალაციას რადიკალი ჯგუფები ახდენდნენ და არა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 05 დეკემბერი 2024, 11:52

დადასტურდა, რომ გასული დღეების განმავლობაში ძალადობის ესკალაციას, აქციაში მონაწილე რადიკალი ჯგუფები ახდენდნენ და არა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები. მადლობა შსს-ს რომელმაც კიდევ ერთხელ გამოავლინა მაღალი პროფესიონალიზმი და ყველა იმ ადამიანის განეიტრალება (დაკავება) მოახდინა, რომლებიც პოლიციაზე შტურმის ორგანიზებას ახდენდნენ, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, პოლიციაზე ძალადობა არ იყო სპონტანური აქტი, ეს იყო ოპოზიციის ოფისებში წინასწარ, კარგად დაგეგმილი პროცესი, რასაც მათი ოფისებიდან ამოღებული კანონსაწინააღმდეგო ნივთების მრავალფეროვნება და რაოდენობა ადასტურებს.

"ოპოზიციის ლიდერების განეიტრალებით აქციაზე სიმშვიდემ დაისადგურა, ფაქტობრივად დადასტურდა, რომ გასული დღეების განმავლობაში ძალადობის ესკალაციას, აქციაში მონაწილე რადიკალი ჯგუფები ახდენდნენ და არა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები. მადლობა შსს-ს რომელმაც კიდევ ერთხელ გამოავლინა მაღალი პროფესიონალიზმი და ყველა იმ ადამიანის განეიტრალება (დაკავება) მოახდინა, რომლებიც პოლიციაზე შტურმის ორგანიზებას ახდენდნენ, რა თქმა უნდა, პოლიციაზე ძალადობა არ იყო სპონტანური აქტი, ეს იყო ოპოზიციის ოფისებში წინასწარ, კარგად დაგეგმილი პროცესი, რასაც გუშინ მათი ოფისებიდან ამოღებული კანონსაწინააღმდეგო ნივთების მრავალფეროვნება და რაოდენობა ადასტურებს. სწორედ ოპოზიციური პარტიების ოფისებიდან ამოიღეს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, პიროტექნიკა, საღებავები და ა.შ.
ვისურვებდი ყველა დამნაშავის უმკაცრეს დასჯას, რადგან სახელმწიფოს წინააღმდეგ ამბოხი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს, პოლიტიკური პარტიების ოფისებში არა მოლოტოვის კოქტეილი არამედ საქართველოს განვითარების გეგმა უნდა მზადდებოდეს და ახალგაზრდებს სამშობლოს სიყვარულს ასწავლიდნენ. მაგრამ ჩვენი ოპოზიცია, ტერორისტულ ორგანიზაციად გარდაიქმნა, რომლისთვისაც ცნება სამშობლო უბრალოდ არ არსებობს!" - წერს დავით ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
არქივი