ზაალ ანჯაფარიძე: ბოლო წლებში მიხვდა ჩვენი საზოგადოების ერთი ნაწილი მაინც, რას წარმოადგენს რეალურად აშშ - შეუძლიათ, ადამიანს სანქციები დაადონ მხოლოდ იმისთვის, რომ ქვეყანა ომში არ ჩააბა და მიწასთან გასწორებას გადაარჩინა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 28 დეკემბერი 2024, 14:17

32 წლის მანძილზე საქართველომ ცხრაც და ათი ფუთი მარილი ჭამა აშშ-სთან და მხოლოდ ბოლო წლებში მიხვდა მგონი ჩვენი საზოგადოების ერთი ნაწილი მაინც, რას წარმოადგენს რეალურად აშშ, მათ შორის ჩვენთვის, - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში.

როგორც ანჯაფარიძე აცხადებს, აშშ-ს შეუძლია, თუკი ამას მისი ინტერესი მოითხოვს, გუშინ მსოფლიო ტერორისტად შერაცხილი, დღეს დემოკრატიის მებრძოლად გამოაცხადონ. ასევე, მათ შეუძლიათ, ადამიანს სანქციები დაუწესონ მხოლოდ იმის გამო, რომ საკუთარი ქვეყანა ომში არ ჩააბა და ამერიკულ აგენტურას სახელმწიფო გადატრიალების შესაძლებლობა არ მისცა.

„ნათქვამია, ადამიანი რომ გაიცნო, მასთან ცხრა ფუთი მარილი უნდა ჭამოო. როგორც ჩანს, იმისათვის რომ გაიგო ვინ არის შენთვის ესა თუ ის ქვეყანა, მასთანაც ცხრა ფუთი მარილი უნდა მიირთვა.

32 წლის განმავლობაში საქართველომ ცხრაც და ათი ფუთი მარილი ჭამა აშშ-თან და მხოლოდ ბოლო წლებში მიხვდა, მგონი, ჩვენი საზოგადოების ერთი ნაწილი მაინც, რას წარმოადგენს რეალურად აშშ, მათ შორის ჩვენთვის. მათ შეუძლიათ, თუკი ამას ამერიკული ინტერესები მოითხოვს, გუშინ მსოფლიო ტერორისტად შერაცხული დღეს დემოკრატიის მებრძოლად გამოაცხადონ, პრინციპით - „ის ნაძირალაა მაგრამ ჩვენიანი ნაძირალა!“.

მათ შეუძლიათ, ადამიანს სანქციები დაადონ მხოლოდ იმისთვის, რომ ამერიკელების მოთხოვნას შეეწინააღმდეგა - საკუთარი ქვეყანა ომში არ ჩააბა და მიწასთან გასწორებას გადაარჩინა, ხოლო ამერიკულ აგენტურას აქ ხელისუფლების გადატრიალების საშუალება არ მისცა.

შესაბამისად, ფუჭია მათგან განმარტებების და კონკრეტიკის მოთხოვნა, თუ რატომ დაადეს სანქციები ჩვენს მოქალაქეებს. ვფიქრობ, საზოგადოებამ უკვე კარგად გაიგო, თუ რას ნიშნავს ამერიკულად ცნება - „MEGOBARI“- წერს ზაალ ანჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
არქივი