ზურაბ ქადაგიძე აცხადებს, რომ უცხო ქვეყნის საელჩოს წარმომადგენელს სასამართლოში ოთახი ჰქონდა გამოყოფილი და კონკრეტულ საქმეებზე შეხვედრები იქ მიმდინარეობდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 07 მარტი 2025, 20:45

ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე, საფრანგეთის ელჩის, შერაზ გასრის, მზია ამაღლობელის სასამართლოზე დასწრებას და ამ ფაქტზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის კომენტარს ეხმიანება, რომელმაც ელჩის სხდომაზე დასწრება ქართულ მართლმსაჯულებაზე ზეწოლად და მოსამართლეების დაშინების მცდელობად შეაფასა.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, უცხო ქვეყნის საელჩოს წარმომადგენელს სასამართლოში ოთახი ჰქონდა გამოყოფილი და კონკრეტულ საქმეებზე შეხვედრები იქ მიმდინარეობდა, ამ ოთახის დაკეტვის შემდეგ კი მოსამართლეების „ხელების გადაგრეხისთვის" მარტივი გზა აირჩიეს და ელჩები პირდაპირ სასამართლო სხდომებს ესწრებიან.

„გახსოვთ, უცხო ქვეყნის საელჩოს წარმომადგენელს ოთახი ჰქონდა სასამართლოში გამოყოფილი და იქ მიმდინარეობდა კონკრეტულ საქმეებზე შეხვედრები და შესაბამისად ზეწოლა მოსამართლეებზეო? ჰო და - საფრანგეთის ელჩზე გამახსენდა, რატომ ესწრება სასამართლო პროცესებს უცხო ქვეყნის ელჩიო... აბა, დაუკეტეთ ის ოთახი, სადაც დაიბარებდნენ მოსამართლეებს და ხელებს გადაუგრეხდნენ, ამიტომაც უფრო მარტივი გზა აირჩიეს - პირდაპირ სასამართლო სხდომებს ესწრებიან, მართლმსაჯულებაზე ზეწოლის განსახორციელებლად. უკაცრავად და - დრო ხომ არ მოვიდა, ყველა ასეთი თავხედი ელჩი, საგარეოში დაიბაროთ და რწმუნებათა სიგელები გავაზე ააწებოთ? ჯერ ადრეა?!" - წერს ზურაბ ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
არქივი