ლევან ნიკოლეიშვილი გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებაზე: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ანრი ოხანაშვილის ხელმძღვანელობით, მაღალ პროფესიონალურ დონეზე იმუშავა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 27 მაისი 2025, 11:48

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ბატონი ანრი ოხანაშვილის ხელმძღვანელობით მაღალ პროფესიონალურ დონეზე იმუშავა და ძებნილი დაკავებულია, - ასე ეხმიანება „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდადებული გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებას.

მისივე თქმით, მისასალმებელია, როდესაც შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები, სუს-ი და შსს, სახელმწიფოს სტაბილურობის, უსაფრთხოების და მართლწესრიგის სადარაჯოზე დგანან, შესაბამისად ეს ფაქტორი ერთ-ერთი გადამწყვეტია, რომ ადგილობრივი და უცხოური რადიკალური ჯგუფები საწადელს ვერ აღწევენ.

„გიორგი ბაჩიაშვილი დაუკავებიათ, ეგ რომელია იცით, აი, ბიძინა ივანიშვილს რომ ფული მოჰპარა, მერე რადიკალების აქციებს რომ აფინანსებდა, მერე კი საქართველოდან რომ გაიპარა, მერე მე ვინ დამიჭერსო...ჰოო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ბატონი ანრი ოხანაშვილის ხელმძღვანელობით მაღალ პროფესიონალურ დონეზე იმუშავა და ძებნილი დაკავებულია. ყოველთვის მისასალმებელია, როდესაც ხედავ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები, სუს-ი და შსს, სახელმწიფოს სტაბილურობის, უსაფრთხოების და მართლწესრიგის სადარაჯოზე რომ დგანან. სხვათა შორის ეს ფაქტორი ერთ-ერთ გადამწყვეტია, რომ ადგილობრივი და უცხოური რადიკალური ჯგუფები საწადელს ვერ აღწევენ“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
არქივი