ზურაბ ჯაფარიძე - რიჟვაძე 99% თავს იკლავდა - ნამდვილია თუ არა წერილი? 99% ნამდვილია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 11 ივლისი 2025, 10:58

რიჟვაძეს ვიღაცები სთხოვდნენ სავარაუდოდ, ფულს და საკუთარი გარემოცვიდან ხალხის “ჩაშვებას”, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდნენ, რაღაც ისეთის დაკარგვით, რაც მისთვის აღმოჩნდა სიცოცხლეზე ძვირფასი, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საპატიმროდან წერილში წერს, რომელიც მისი „ფეისბუქის“ ანგარიშზე გავრცელდა.

ჯაფარიძე საუბრობს აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის საქმეზე და ფიქრობს, რომ რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა. ამასთან, ჯაფარიძე აცხადებს, რომ მედიაში გავრცელებული წერილიც ნამდვილია.

„თავს იკლავდა თუ ესროლეს?

99% თავს იკლავდა. ოჯახი იყვირებდა. სავარაუდოდ, ოჯახმა იცოდა, რამდენად მძიმე მდგომარეობაში იყო ბოლო პერიოდში. ასევე , 100% დარწმუნებული არიან ახვლედიანში.

ნამდვილია თუ არა წერილი?

99% ნამდვილია.

ა. თუ თავს იკლავდა, ალბათობა იმისა, რომ რაღაც ახსნა-განმარტება დაეტოვებინა, მაღალია

ბ. ისეთები წერია, რომ ფაბრიკაციის შემთხვევაში არ დაწერდნენ.

ვინ ემუქრებოდა?

არც ერთ ოფიციალურ უწყებაში მის წინააღმდეგ საქმე აღძრული არ არისო. ანუ, ვიღაცები ემუქრებოდნენ ოფიციალურ უწყებებს მიღმა.

ეს ვიღაცები ისეთები არიან, რომ ყოფილი ძალიან მაღალჩინოსანი ვერც იმას ახერხებს, რომ თავი დაიცვას თავისი, არსებული, ფართო საკონტაქტო წრის მეშვეობით და ვერც იმას ბედავს, რომ ოფიციალურ სახელმწიფო სტრუქტურებს მიმართოს დახმარების თხოვნით.

რითი ემუქრებოდნენ?

მოარული ინფორმაცია, რომ ბიძინა 300 მილიონს სთხოვს და გადახდის გრაფიკი შეუდგინეს, ვერ სცემს ამ კითხვაზე პასუხს.

ფულის გამო, რა რაოდენობისაც არ უნდა იყოს, ან ციხის შიშით (რაც არ ჩანს ჯერ) ადამიანი თავს არ იკლავს როგორც წესი.

სიცოცხლეზე უარს ამბობენ, როცა რაღაც ისეთის დაკარგვის საფრთხეა, რაც ადამიანს სიცოცხლეზე მეტად უღირს.

რიჟვაძის შემთხვევაში ეს ვერ იქნება მისი საჯარო, უმწიკვლო რეპუტაცია, რადგან ასეთი ისედაც არ არსებობს. მისი და მისი ოჯახის კორუფციულ ამბებზე წლებია მიდის საჯაროდ საუბარი.

ეს შეიძლება იყოს წამება, რომელიც იმდენად განგრძობითია და იმდენად აუტანელი, რომ ადამიანს ურჩევნია მოკვდეს.

ცემდნენ ვითომ? (დამკვიდრებული პრაქტიკა აქვთ ფარცხალაძის პროკურორობიდან მოყოლებული) შეიძლება, მაგრამ მაინც ნაკლებად სავარაუდოა ამას ჰქონოდა ეგეთი ინტენსიური ხასიათი. გაბაზრდებოდა.

ეს შეიძლება იყოს შვილებზე, ოჯახის წევრებზე ისეთი მუქარა, რომლის შესრულების რეალისტურობაში ადამიანს ეჭვი არ ეპარება. იზამდნენ? Why not?

ეს შეიძლება იყოს პირადი ხასიათის ინფორმაციის გასაჯაროებით მუქარა, რომელიც სხვაგვარად გაანადგურებს მის საჯარო რეპუტაციას. იზამდნენ? არ უქნიათ?

ყველა ეს ვერსია დასაშვებია, მაგრამ რას სთხოვდნენ? 300 მილიონი გაქვს მისატანი ბიძინასთანო? ფული ბევრს მიუტანია ამ ქვეყანაში. რაღაც მეტს ითხოვდნენ და იმ წერილიდან რაც იკითხება, ეს რაღაც მეტი - საკუთარი გარემოცვის “ჩაშვებაა”, რომ მერე ისინი ეკაჩავებინათ და მათთვისაც მოეთხოვათ ფული + სხვების “ჩაშვება”.

ანუ რომ შევაჯამოთ, ყველაზე რეალისტური ვერსია არის ეს:

რიჟვაძეს ვიღაცები, რომელთა წინაშეც ყოფილი ძალიან მაღალჩინოსანი, თავისი ფართო სანაცნობო წრით სახელისუფლებო ვერტიკალში, ისევე როგორც იფიციალური სამართალდამცავი სტრუქტურებით აღმოჩნდა სრულიად დაუცველი და უსუსური, სთხოვდნენ სავარაუდოდ ფულს (სავარაუდოდ ბიძინას სახელით) და საკუთარი გარემოცვიდან ხალხის “ჩაშვებას”, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდნენ, რაღაც ისეთის დაკარგვით (ოჯახის წევრების სიცოცხლე ან ჯანმრთელობა, რეპუტაცია), რაც მისთვის აღმოჩნდა სიცოცხლეზე ძვირფასი.

გასაგებია, ვინც დგას ამ ყველაფრის უკან, გასაგებია, რომ უკვე კაი ხანია აქ 90-იანების რუსეთია, მაგრამ ამ ტრაგიკულ რეალობას ჯოჯოხეთად აქცევს 2 დამატებითი გარემოება:

თვითმკვლელობამდე მისული უბედური, სასოწარკვეთილებისგან შველას ემუდარება იმას, ვინც თვითონაც ზუსტად იცის, რომ ერთადერთია ამ ქვეყანაში, ვისაც შეეძლო მისი ამ მდგომარეობამდე მიყვანა.

ისინი, ვის “ჩაშვებაზეც” მაღალი ალბათობით უარი თქვა ამ უბედურმა, საავადმყოფოს ეზოში დაყიალობენ აღმა-დაღმა, პირში წყალი აქვთ ჩაგუბებული და ვერცერთი (ვერცერთი!!) ვერ ბედავს აქტიურად, ღიად, ხმამაღლა, ადამიანურად, კაცურად, ძმაკაცურად დაიცვას თავისი მკერდგახვრეტილი ახლობელი ან ბუნებრივი კითხვები მაინც დასვას იმიტომ, რომ .... ალბათ, იმიტომაც, რომ ნაჭამიც აქვთ დიდი კოვზით.

სამწუხაროდ შექსპირი მკვდარია”, - წერს ჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
არქივი