დღეს, საქართველოს ომში ჩართვის მცდელობაზე წარსულში ვერ ვისაუბრებთ, რადგან დასავლეთის მხრიდან საქართველოს ომში ჩართვის საფრთხე კვლავ რეალური და მზარდია, რასაც მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები და განცხადებები ადასტურებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 18 ივლისი 2025, 13:41
გრძელდება ევროკავშირის და გლობალური ომის პარტიის ბრძოლა საქართველოს წინააღმდეგ, “დიფ სთეითი” საქართველოში საკუთარ მარცხს და საქართველოში არსებულ მშვიდობას ვერ ეგუება, მათი სურვილი უცვლელია, როგორმე საქართველო ომში ჩართონ, რათა თვითონ ამოსუნთქვის საშუალება ჰქონდეთ და საკუთარ მიზანს ქართველების სისხლის ხარჯზე მიაღწიონ - ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი პრემიერ-მინისტრის ბრიფინგს. 

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, ბოლო წლებში დასავლეთისგან ზეწოლამ პერმანენტული ხასიათი მიიღო, განსაკუთრებით არჩევნების წინა პერიოდში აქტიურდებიან, რათა  ხალხის განწყობებზე მანიპულაციით, მათთვის სასურველი შედეგი მიიღონ, მაგრამ მუდმივად  მარცხდებიან, რადგან ქართველი ხალხი ბრძენია და არჩევნებზე სწორ არჩევანს აკეთებს. 

„გრძელდება ევროკავშირის და გლობალური ომის პარტიის ბრძოლა საქართველოს წინააღმდეგ, “დიფ სთეითი” საქართველოში საკუთარ მარცხს და საქართველოში არსებულ მშვიდობას ვერ ეგუება, მათი სურვილი უცვლელია, როგორმე საქართველო ომში ჩართონ, რათა თვითონ ამოსუნთქვის საშუალება ჰქონდეთ და საკუთარ მიზანს ქართველების სისხლის ხარჯზე მიაღწიონ! 

ბოლო წლებში დასავლეთისგან ზეწოლამ პერმანენტული ხასიათი მიიღო, ისინი განსაკუთრებით არჩევნების წინა პერიოდში აქტიურდებიან, რათა  ხალხის განწყობებზე მანიპულაციით, მათთვის სასურველი შედეგი მიიღონ, მაგრამ მუდმივად  მარცხდებიან, რადგან ქართველი ხალხი ბრძენია და არჩევნებზე სწორ არჩევანს აკეთებს, ხალხმა ყველაზე უკეთ იცის, რას ნიშნავს ქართული ოცნების გარდა, სხვა ძალის გამარჯვება, ეს მეორე დღეს ომში ჩართვას და ქვეყნის განადგურებას ნიშნავს.. 
ქვეყნის, რომელიც ეკონომიკური ზრდის ტემპით და მოსახლეობის კეთილდღეობის ინდექსით მსოფლიოს ლიდერ პოზიციაზე იმყოფება....

არჩევნების მოახლოებასთან ერთად კვლავ გააქტიურდა ევროკავშირი, რომელმაც საქართველოს  არასერიოზული პირობები წამოუყენა. 

მარტივი მოცემულობაა, რომ  ქართველ ხალხთან ულტიმატუმის ენით საუბარი  დაუშვებელია, რადგან ჩვენთვის სახელმწიფო ინტერესები უპირველესია! 

ბრიფინგის დროს,  პრემიერმა  ირაკლი კობახიძემ  ვრცლად ისაუბრა დღეს მსოფლიოში და საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ, სამწუხაროდ კვლავ არ შეცვლილა ომის რიტორიკა, არ შეცვლილა საქართველოსადმი დასავლეთის დამოკიდებულება (აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკა მნიშვნელოვნად შეიცვალა, მაგრამ კვლავ არის ხარვეზები)  დღეს, საქართველოს ომში ჩართვის მცდელობაზე წარსულში ვერ ვისაუბრებთ, რადგან დასავლეთის მხრიდან საქართველოს  ომში ჩართვის საფრთხე კვლავ რეალური და მზარდია, რასაც მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები და განცხადებები ადასტურებს!“ - წერს მეგრელიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
არქივი