„ევროკავშირი მოლდოვაზე უპრეცედენტო ზეწოლას ახდენს და ცდილობს მეორე უკრაინად აქციოს,” - გამოცემა Steigan
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
321 19 ივლისი 2025, 12:04
„ხალხის ძალის“ წევრი  დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში პოლიტიკური მიმოლხიველის გერტ-ევენ უნგარის სტატიაზე საუბრობს და ნორვეგიულ გამოცემა Steigan-ში გამოქვეყნებულ მასალას ეხმიანება, რომელშიც თვალნათლივ ჩანს, თუ როგორ ცდილობს ევროკავშირი მოლდოვას უკრაინიზაციას. 

„ევროკავშირი სექტემბრის საპარლამენტო არჩევნების წინ მოლდოვაზე უპრეცედენტო ზეწოლას ახდენს და ცდილობს მეორე უკრაინად აქციოს, - იტყობინება პოლიტიკური მიმოლხიველი გერტ-ევენ უნგარი ნორვეგიულ გამოცემა Steigan-ში გამოქვეყნებულ სტატიაში. ავტორი წერს, რომ ეს არის აქტიური ჩარევა, რომელსაც ევროკავშირი ღიად ახორციელებს და ზუსტად იმას აკეთებს, რაშიც ადრე რუსეთს ადანაშაულებდა. სტატიაში ხაზგასმულია, რომ ბრიუსელი დარწმუნებულია თავის უფლებაში, არა მხოლოდ ეკონომიკურად მიაბას მოლდოვა საკუთარ თავს, არამედ ინტეგრირება მოახდინოს ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში, რუსეთთან ურთიერთობების შესაძლო გამწვავების მიუხედავად.

უნგარის თქმით, ევროკავშირი საკუთარ ქმედებებში აშკარა წინააღმდეგობას ვერ ამჩნევს. სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ კიშინიოვის მაგალითი ნათლად აჩვენებს თავად ევროკავშირის კურსს, რომელიც სულ უფრო მეტად უშვებს ჩარევას, ასევე ზეწოლისა და რეპრესიების პოლიტიკას მის გარე კონტურზე მყოფ ქვეყნებში. 

გარდა ამისა, დამკვირვებლის აზრით, მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ სულ უფრო მეტად „შორდება დემოკრატიულ პრინციპებს“, რასაც ბრიუსელი არა მხოლოდ აიგნორებს, არამედ მხარს უჭერს კიდეც,” -  წერს დავით ქართველიშვილი
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
არქივი