დავით ქართველიშვილი ლინდსი გრეჰემზე: რამდენი მიიღო მან „რუსული კანონს" მიმართ აღშფოთების გამოხატვის გამო - ამ ეტაპზე უცნობია...
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 21 ივლისი 2025, 12:18
 „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში იმ ინფორმაციას აქვეყნებს, რომელიც აშშ-ს სენატორ ლინდსი გრეჰემს სხვადასხვა პროექტის ლობირებისთვის თანხების მიღებაში ამხელს. ექსპერტი წერს, რომ ლინდსი გრეჰემმა ფინანსური მხარდაჭერა მიიღო რიგი მსხვილი თავდაცვის კომპანიებისა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტისგან.

დავით ქართველიშვილი არ გამორიცხავს, რომ სენატორმა გარკვეული სარგებელი საქართველოში „რუსული კანონს" მიღების გამო აღშფოთების გამოხატვის გამოც მიიღო.

„სენატორი ლინდსი გრეჰემი როგორ არ გვახსოვს. ჯერ კიდევ 2009 წლის აგვისტოში ჯონ მაკეინთან ერთად ცხინვალში ედუარდ კოკოითს რომ სტუმრობდა - აი ის. შემდეგ 2023 წლის 24 აპრილს სენატის სხვა წევრებთან ერთად, საქართველოს ხელისუფლებას ორპარტიული წერილი რომ გაუგზავნა, რომელიც „ღრმა შეშფოთების“ გამოხატვაა „უცხოელი აგენტის“ შესახებ კანონპროექტთან და საქართველოს დემოკრატიული პოლიტიკის კურსის შესაძლო ცვლილებასთან დაკავშირებით. წერილში გაფრთხილება იყო შესაძლო სანქციების შესახებ - ფინანსური დახმარების შეჩერება, ვიზების შეზღუდვები, თუ ნორმები დემოკრატიის საწინააღმდეგოდ წავა. 

რამ გამახსენა? ისევ „ბუმერანგის" პრინციპმა. როგორც მის სამშობლოში გახდა ცნობილი, ლინდსი გრეჰემმა ფინანსური მხარდაჭერა მიიღო რიგი მსხვილი თავდაცვის კომპანიებისა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტისგან, მათ შორის Boeing-ისა და Lockheed Martin-ისგან. 2019 წლიდან 2024 წლამდე მისი ერთ-ერთი უდიდესი სპონსორი კომპანია იყო Boeing Co., რომელმაც გრეჰემს პოლიტიკური მოქმედების კომიტეტის მეშვეობით დაახლოებით 55 000 აშშ დოლარი გადასცა. ასევე აღნიშნულია 50 000 აშშ დოლარის შემოწირულობა, რომელიც მან აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტისგან მიიღო. გრეჰემი თავდაცვისა და აერონავტიკის სექტორიდან დაფინანსების მხრივ ერთ-ერთი ლიდერი აღმოჩნდა და 2015-2016 წლებში მან თავდაცვის კორპორაციებისგან დაახლოებით 760 000 აშშ დოლარი მიიღო ძირითადი ბიუჯეტის გარეთ თავდაცვის ხარჯების გაზრდის მხარდასაჭერად. 

გრეჰემის კავშირი აშშ-ის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან არა მხოლოდ სპონსორობაა, არამედ პოლიტიკური და ფინანსური გაცვლის სრულფასოვანი ინფრასტრუქტურა. რამდენი მიიღო მან "რუსული კანონს" მიმართ აღშფოთების გამოხატვის გამო - ამ ეტაპზე უცნობია,“ - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
არქივი