ნანა სანდერის განცხადებაზე: საზოგადოებაში ბოლო დროს ოპოზიციური ძალებისა და მათი მხარდამჭერი ჯგუფების მხრიდან ძალადობრივი რიტორიკა ისმის, რომელიც პირდაპირ მიმართულია დაპირისპირების გამწვავებისკენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 30 სექტემბერი 2025, 15:13

საზოგადოებაში ბოლო დროს ოპოზიციური ძალებისა და მათი მხარდამჭერი ჯგუფების მხრიდან ძალადობრივი რიტორიკა ისმის, რომელიც პირდაპირ მიმართულია დაპირისპირების გამწვავებისა და ქუჩაში ძალადობრივი სცენარების განვითარებისკენ,- ასე ეხმიანება ექსპერტი, დავით ჩიხელიძე ოპოზიციის აქტივისტის, ნანა სანდერის განცხადებას ჯარის შეკრებასთან დაკავშირებით.

ჩიხელიძის განცხადებით, სახელმწიფო ვალდებულია, რომ დაიცვას მშვიდობა და საზოგადოებრივი წესრიგი და ოპოზიციის პასუხიმგებლობაა, პოლიტიკური ბრძოლა დარჩეს კანონის ფარგლებში.

„საზოგადოებაში ბოლო დროს ოპოზიციური ძალებისა და მათი მხარდამჭერი ჯგუფების მხრიდან ძალადობრივი რიტორიკა ისმის, რომელიც პირდაპირ მიმართულია დაპირისპირების გამწვავებისა და ქუჩაში ძალადობრივი სცენარების განვითარებისკენ. ასეთი განცხადებები სცილდება პოლიტიკურ კამპანიას და თავისუფალი სიტყვის ფარგლებს — როდესაც საუბარია ჯარისკაცების მობილიზებაზე, საბრძოლო გამოცდილების მქონე ადამიანების შეკრებაზე, „ქუჩის ბრძოლის“ სტრატეგიებზე და ა.შ. ეს უკვე ძალადობისკენ მოწოდებაა და არა გამოხატვის თავისუფლება.

საქართველოში ხელისუფლების ლეგიტიმურობა არჩევნებით დგინდება, მოქალაქეთა თავისუფალი არჩევანით და კონსტიტუციით განსაზღვრული წესრიგით. სწორედ ამიტომ ნებისმიერი მცდელობა, რომელიც სახელმწიფოს ფუნქციებს, პოლიციასა და უსაფრთხოების სისტემას უპირისპირდება, წარმოადგენს არა დემოკრატიის გამოხატულებას, არამედ მის წაქეზებას. ძალადობაზე ორიენტირებული სცენარები მიუღებელია და მათ შესაბამისი სამართლებრივი პასუხი მოჰყვება. სახელმწიფოს ვალდებულებაა დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება.

ამიტომ ხელისუფლება ვერც შეეგუება, ვერც დაუშვებს იმ პროცესებს, რომლებიც მიზნად ისახავს სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირებას. ოპოზიციის პასუხისმგებლობაა, რომ კრიტიკა და პოლიტიკური ბრძოლა დარჩეს მხოლოდ კანონიერ ფორმატში — არჩევნებში, დებატებში, საკონსტიტუციო ინსტიტუტებში. „რევოლუციური სცენარები“ ამ ქვეყანაში არ განხორციელდება.

საქართველოს მოქალაქეები არ აპირებენ უარი თქვან მშვიდობაზე და ჩაებან სისხლიან დაპირისპირებაში. ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორებს კანონი მკაცრად მოსთხოვს პასუხს, რადგან ქვეყანა უნდა იცავდეს არა ქუჩის ბრძოლას, არამედ მშვიდობას, სტაბილურობასა და განვითარების პერსპექტივას“,- წერს დავით ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
არქივი