ფეიკ-სიუჟეტიც აღარ ჩანს „შემთხვევით დამთხვევად“ - ეს არის იმავე საინფორმაციო ჯაჭვის გაგრძელება, სადაც ლობისტური ფული ქმნის „სკანდალებს“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 06 დეკემბერი 2025, 15:04

როდესაც საინფორმაციო ხაზს ლობისტური კონტრაქტი მართავს, შედეგი წინასწარ ცნობილია - შეკვეთილი სტატიები, გაბერილი თემები და ხელოვნურად შექმნილი „კრიზისები“. ესაა მთელი „ფეიკ-ინდუსტრიის“ მუშაობის სპეციფიკა!, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე და განმარტავს, თუ როგორ უწყობენ ხელს ლობისტური კომპანიები მართვად მედიასაშუალებებს აწარმოონ ქვეყნის საწინააღმდეგო კამპანია.

„აშშ-ის FARA-ს მიხედვით „ნაციონალური მოძრაობა“ 2025 წლის ივლისიდან ქირაობს Nelson Mullins-ს - ლობისტებს, რომლებსაც კონკრეტული დავალება აქვთ: იმ მედიებთან შეხვედრები, რომლებიც „მეგობარი აქტზე“ კრიტიკულ სტატიებს აქვეყნებდნენ და საქართველოს წინააღმდეგ „ნარატივის" ხელოვნურად გაღრმავებას უწყობდნენ ხელს.

კონტრაქტი პირდაპირ იმის მტკიცებულებაა, რომ Reuters-ის, The Hill-ის, Newsmax-ის და სხვა პლატფორმების გამოყენებით ძალიან ადვილია მიხვდე, როგორ მზადდება „სიუჟეტები“, რომლებიც თითქოს დამოუკიდებელი „ჟურნალისტური გამოძიებაა“.

ამ კონტექსტში „ბიბისის“ ფეიკ-სიუჟეტიც აღარ ჩანს „შემთხვევით დამთხვევად“ - ეს არის იმავე საინფორმაციო ჯაჭვის გაგრძელება, სადაც ლობისტური ფული ქმნის „სკანდალებს“, კონკრეტული პოლიტიკური ძალა კი, შემდეგ ამ სკანდალებით საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს ურტყამს. როდესაც საინფორმაციო ხაზს ლობისტური კონტრაქტი მართავს, შედეგი წინასწარ ცნობილია - შეკვეთილი სტატიები, გაბერილი თემები და ხელოვნურად შექმნილი „კრიზისები“. ესაა მთელი „ფეიკ-ინდუსტრიის“ მუშაობის სპეციფიკა!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
არქივი